აშშ რუსეთის შეკავების მიზნით ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დატოვებას აპირებს

Showing 1 of 1
loading...

ამერიკული სამხედრო ხომალდი “ჰარი ტრუმენი” შესაძლოა ხმელთაშუა ზღვაში დარჩეს, როგორც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, აცხადებს Defense News-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საკითხი განიხილება. აშშ-ს სახელისუფლო წრეებში აცხადებენ, რომ ავიამზიდის მისიის გაგრძელება იქნება პასუხი ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მოქმედებაზედა სრულად შეესაბამება ქვეყნის უშიშროების ახალ დოქტრინას. ასევე, “ჰარი ტრუმენის” დატოვების მომხრეები აცხადებენ, რომ მას შეუძლია კიდევ ერთხელ შეახსენოს ბაშარ ასადს დონალდ ტრამპის დაპირება, რომ ქიმიური იარაღის მორიგი გამოყენება კიდევ უფრო მკაცრი რეაქციის გარეშე არ დარჩება.

loading...

Facebook Comments

Showing 1 of 1
Share.