ახლა ვწერ და ბავშვის ფაფა მაქვს თმებში.. ხოდა აი მიდი და ნუ დაიბოღმები უდარდელ ახალგაზრდებზე და უბერებელ მამაკაცებზე..

loading...

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

იმ ეტაპზე ვარ როცა მოტივაცია დავკარგე. აი ძალიან რომ დაღლილი ხარ ყოველ დღიური ამბებით და აღარც გახსოვს პრინციფში როგორი იყავი 10 კილოს წინ. ეჰჰჰ 10 კილო ჯანდაბას, ადრე თუ გვიან წავა. აი წლებს რა ვუყოთ?! ვიცი ბევრი მეცემა და დამიწყებს ოჰ შენ 28 წლის ხარ რა გენაღვლება. მაგრამ იცით რა არის, საშინელი უსამართლობაა ეს დრო. აი კაცები ასაკში მხოლოდ უკეთესდებიან (უმეტესობა) და ჩვენ რა დავაშავეთ და არც არასდროს უწევთ პამპერსების ცვლა,თუ გამოცვალეს სიგელი გადმოეცემათ საზეიმო პირობებში. არა ყველა ასაკს კი თავის ხიბლი აქვს და უნდა მოირგო და შეირგო. უბრალოდ ეს გარდატეხა მაინც ჭირს. რომ უყურებ ახალგაზრდა თაობას, და ის კი არ გაწუხებს ვინ უკეთ გამოიყურება, შეიძლება სულაც ჯობდეს 60 წლის ქალი 18 წლის გოგოს. მაგრამ ის რომ მათ მთელი ცხოვრება წინ აქვთ, ინტრიგები, სიყვარულები, კარიერა, დამარცხება, აღორძინება, ყველაფერი! მარტო მე მშურს მათი?! თუ ერთადერთი ვარ ასეთი, ბოროტი ვყოფილვარ. ზოგჯერ მეფიქრება და მინდება ძველი დროის დაბრუნება, სტუდენტობა, ჟრიამული. სწორად გამიგეთ ახლანდელ რეალიბას არაფერი მირჩევნია მაგრამ გული რომ არ ბერდება ზოგჯერ ცოტა გაფართხალება გინდა… ახლა ვწერ და ბავშვის ფაფა მაქვს თმებში.. ხოდა აი მიდი და ნუ დაიბოღმები უდარდელ ახალგაზრდებზე და უბერებელ მამაკაცებზე..

loading...

Facebook Comments

Share.