გიგი გეგეჭკორი, რომელსაც საწყალი დედა მთელი კვირა ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს….

loading...

7 დღის წინ დაკარგული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. მშობლები წითელსოფელთან საპოვნი ჩამომხრჩვალი ცხედრის ამოსაცნობად წაიყვანეს.სადაც დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დაკარგული გიგი გეგეჭკორია.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგი გეგეჭკორი ბოლოს დუშეთის მუნიციპალიტეტის წითელსოფელში ნახეს.

მომხდარს შსს-ში ადასტურებენ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. “112”-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

loading...

Facebook Comments

Share.