დაკავებულია 28 წლის მამაკაცი ტაქსის მძღოლის გაუპატიურების ბრალდებით…

loading...

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მგზავრობის დროს, კლიენტმა საძილე აბები ჩაუყარა ტაქსის მძღოლს.

ტაქსის მძღოლმა ონლაინ შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვით, 28 წლის მგზავრი ათენის ცენტრიდან გიზის მიმართულებით უნდა წაეყვანა.

მან დავალების მიხედვით აიყვანა მგზავრი, რომელიც მძღოლის გვერდითა სკამზე დაჯდა. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, კლიენტმა გონება დაკარგა, რის გამოც ტაქსის მძღოლმა იგი იპოკრატიოს საავადმყოფოსკენ წაიყვანა, აბელოკიპზე.

თუმცა, ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, მძღოლმაც შეუძლოდ იგრძნო თავი და გონება დაკარგა. ექიმებმა მას პირველადი დახმარება გაუწიეს. როგორც კი მოსულიერდა, მან ყვირილი დაიწყო და თავს დაესხა მამაკაცს, რომელიც მის მანქანაში იჯდა.

საავადმყოფოში პოლიცია მოვიდა, რომელმაც დაკითხვის შემდეგ ტაქსის მგზავრი დააკავა, რადგან მას თან ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩნდა.

ტაქსის მძღოლმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ როდესაც იგი გიზის ტერიტორიაზე შევიდა, სადაც მას მგზავრი უნდა დაეტოვებინა, მას სამი უცნობი მამაკაცი დახვდა, რომლებმაც სექსუალური ურთიერთობა შესთავაზეს. მძღოლმა დაადასტურა, რომ მან უარი განაცხადა და დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა, ისე რომ მგზავრიც არ გადაუშვა მანქანიდან.

მძღოლი დარწმუნებულია, რომ მგზავრმა მის ყავაში სპრეი ჩაასხა. ამავდროულად, ექიმებიც, რომლებიც მანქანის სალონში შევიდნენ გულწასული მგზავრის გადმოსაყვანად, ამტკიცებენ, რომ შიგნით ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ათენის პროკურატურის შესაბამისი ბრძანებით, გამოქვეყნდა 29 წლის მამაკაცის ფოტოსურათები, რომელიც 2018 წლის 13 ნოემბერს აბელოკიპზე გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს. მას ბრალად ედება მოქალაქის მიმართ შეაურაცხმყოფელი ქმედების ჩადენა.

დაკავებულია გეორგიო კარკა, დაბადებული 1989 წლის 28 ივნისს, ქალაქ ათენში.

loading...

Facebook Comments

Share.