„დღეს ყვითელ მიკროავტობუსში უცნაურ ამბავს­ შევესწარი… ამოვიდა 21 წლამდე ბიჭი, ჯიბიდან წითელი რაღაც ამოიღო და გოგოს გაუწოდა…“

loading...

დღეს გლდანში, ყვითელ მიკროავტობუსში უცნაურ ამბავს­ შევესწარი:

მძღოლმა ჯიბიდან წითელი, გულის ფორმის ხავერდის კოლოფი ამოიღო და გაჩერებაზე ჩასასვლელად მომზადებულ გოგონას თავისი შვილის სახელით ცოლობა სთხოვა. დაბნეულმა­ გოგონამ­ ჯერ მგზავრებს გამოგვხედა, შემ­დეგ მძღოლს შეხედა და ის იყო, ჩასვლა დააპირა, რომ მიკროავტობუსში 21-ოდე წლის ბიჭი ამოვიდა, მძღოლს წითელი კოლ­ოფი გამოართვა და იმავე კითხვით გოგონას მიმართა. დაბნეულმა ქერათმიანმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა და მის წინ დაჩოქილ ყმაწვილს გადაეხვია. ახალგაზრდები ტაშითა და შეძახილებით ჩავაცილეთ მიკროავტობუსიდან. სამამამთილომ კი გვითხრა – „ჩემს ერთადერთ ვაჟს პირველი კლასიდან უყვარს თანაკლასელიო. მერე გაიღიმა და – დღეს ყველას უფასოდ გემსახურებითო.“
ამ შემთხვევამ ძველი დრო გამახსენა, ოჯახები გარიგებით ან მოტაცებით, უსიყ­ვარულოდ რომ იქმნებოდა. დღეს, საბედნ­იეროდ, ახალგაზრდების უმრავლესობა მეუღლეს თავისი სურვილით
ირჩევს.­

loading...

Facebook Comments

Share.