“ერთი გაძვალტყავებული ძროხა მყავს”- სოფელ მაღლაკში საწოლს მიჯაჭვულ მოხუცს დახმარებაზე უარს ეუბნებიან

loading...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მაღლაკში მცხოვრები ნინა გუბელაძე სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. ქალბატონი საწოლს არის მიჯაჭვული. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ნინა გუბელაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ამბობს, რომ დახმარება შვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის მიზეზით მოუხსნეს და მას შემდეგ აღდგენას უშედეგოდ ცდილობს. მოხუცი თვალცრემლიანი ყვება, რომ არც საცხოვრებელი და არც საყოფაცხოვრებო პირობები გააჩნია.

“რა ნახეს ჩემს სახლში ისეთი, რომ მაღალი ქულა მომივიდა. ერთი გატყავებული ძროხა მყავს, რომელიც ნახევარჯერ მშიერია. პენსიაა ჩვენი იმედი. ჩემი პენსიით ვარჩენ შვილს, რომელსაც სამსახური და შემოსავალი არ გააჩნია. სახლში ისეთი სიცივეა, ვკანკალებ,”- ამბობს მოხუცი.

მოხუცი ქალბატონის დახმარების გარეშე დარჩენის მიზეზად სოციალური მომსახურების სააგენტოში მოხუცებულის შვილის შრომისუნარიანობას ასახელებენ. სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე განმარტავს, რომ როდესაც ოჯახს შრომისუნარიანი წევრები ჰყავს, სარეიტინგო ქულაც მაღალია. სააგენტო დახმარების გარეშე დარჩენილ ოჯახს დასაქმების
მსურველთა ბაზაში რეგისტრაციას და  სარგებლობას სთავაზობს.

loading...

Facebook Comments

Share.