ვინც დღე და ღამ რელიგიის, “დაცვაზე ზრუნავენ” მოყვასზე ზრუნვაზე გადაერთონ, ნუთუ არ გაწუხებთ მშიერი ბავშვების მდგომარეობა?”- დედა სიდონია

loading...

სასულიერო პირი დედა სიდონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

საქართველოში, იმდენად მცირეა მოსახლეობა რომ, არა მგონია რთული იყოს მატერიალურ სიკეთეთა გადანაწილება ისე რომ, ამდენი გაჭირვებული არ არსებობდეს, არ შიმშილობდეს ამდენი ბავშვი!
არ შეიძლება მოვიფიქროთ გამოსავალი?
P.S. იქნებ ისინი, ვინც დღე და ღამ რელიგიის, სარწმუნოების სიწმინდის “დაცვაზე ზრუნავენ” მოყვასზე ზრუნვაზე გადაერთონ და რეალურ სიკეთეს მოახმარონ ის ენერგია.
ამდენს რომ მიედ-მოედებით თქვე დალოცვილებო, ნუთუ არ გაწუხებთ მშიერი, მოწყენილი ბავშვების მდგომარეობა?
მოდით და, ამ არსებითი სოციალური პრობლემების ირგვლივ გავერთიანდეთ ყველა. თორემ, ამდენი აგრესია ღვთისთვის სათნო, მერწმუნეთ ნამდვილად არ არის!

loading...

Facebook Comments

Share.