ვისურვებდი რომ ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან

loading...

ე.წ. ციანიდის საქმე და საპატრიარქოს განცხადება დაკავებული დეკანოზის ზიარების საკითხზე – ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ აღნიშნულ თემაზე კომენტარი “ტვ. პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა.
“პირველი რასაც ვიტყოდი, როდესაც არის არაეკლესიურ თუ საერო საქციელზე საუბარი უნდა გააცნობიერონ ამ განცხადების ავტორებმა, რომ საპატრიარქოს მხრიდან “ციანიდის საქმესთან” მიმართებით და ამ საქმესთან მიმართებით, ჩემთან დაკავშირებით, არათუ არაეკლესიური და საერო საქციელი არაადამიანურ საქციელს ჰქონია ბევრი შემთხვევა. მათ შორის ცილისწამებები, მზაკვრობა, საეკლესიო კანონების დარღვევა და სხვა…
რაც შეეხება ზიარებასთან დაკავშირებით პატრიარქის გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, რომ თავიდანვე უნდა შეფასდეს და მოვა დრო საეკლესიო სასამართლო შეეხება, პროცესუალურად როგორ მოხდა. თავიდან ქორეპისკოპოსმა თითქოს აუკრძალა მას, რაც საეკლესიო კანონის დარღვევით მოხდა. არ ჰქონდა ამის უფლება. შემდეგ მეუფე დიმიტრიმ აუკრძალა, ჩაასწორა ეს საქციელი.
საერთოდ რატომ იყო 2 წლის განმავლობაში უზიარებლობით დასჯილი?! საერთოდ, მღვდელმა, რომელიც ჩაიბარებს აღსარებას ნებისმიერი ადამიანისგან მან უნდა გადაწყვიტოს მისი ზიარების საკითხი.
მამაოს უზიარებლობა იყო შეცდომა, დანაშაული, არაქრისტიანული საქციელი”- განაცხადა მეუფე პეტრემ.
რაც შეეხება კითხვას, აზიარებს თუ არა ის მამა გიორგი მამალაძეს, მიტროპოლიტმა თქვა, რომ თავიდანვე იყო მცდელობა, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო.
“იყო ჩემზე შემოთავაზება… მეუფე დიმიტრიმ გადაწყვიტა აზიაროსო და მეუფეს ხო არ ურჩევნია აზიაროსო, მე ვუთხარი – რა შუაში ვარ, ჯერ იმან მოუხსნას, ვინც უზიარებლობით დასაჯა, განცხადება გააკეთოს… ვისურვებდი, რომ ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან”- თქვა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, დეკანოზს საკუთარი მამაო ჰყავს, რომელმაც “ყველა უწესრიგობა იცის, რაც იქ ხდებოდა”.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ მისი ეპარქიიდან თუ ვინმეს მამაოს ზიარების სურვილი ექნება ის არავის დაუშლის

loading...

Facebook Comments

Share.