თავშესაფარში მცხოვრებმა ძაღლმა მეგობარი დაღუპვას გადაარჩინა და ახალი სახლი იპოვა

loading...

კალამ და კეირამ – თავშესაფრის ბინადარმა ორმა უპატრონო ძაღლმა, რომლებიც ორშაბათს ინიექციის გამოყენებით უნდა დაეხოცათ, დაამტკიცეს, რომ სიყვარული საუკეთესო გზაა სიცოცხლის გადასარჩენად.

 

უპატრონო ცხოველთა შემწე ორგანიზაციამ სურათი “ფეისბუკზე” ატვირთა, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ ეხვევა კალა კეირას.

ეს სურათი იყო უკანასკნელი მცდელობა საიმისოდ, რომ უპატრონო ცხოველებისთვის ახალი პატრონი ეპოვათ და გადაერჩინათ ისინი ევთანაზიისგან.

სურათი რამდენიმე წუთში გააზიარა ათასობით ადამიანმა, რამაც საშუალება მისცა საბრალო ძაღლებს, ეპოვათ ახალი პატრონი ფოტოს ატვირთვიდან 2 საათის შემდეგ.

არანაკლებ სასიამოვნო რაც არის, ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც ცხოველების შეფარების სურვილი გამოთქვა, გადაწყვიტა, კალა და კეირა ერთად წაეყვანა.

“თუ თავისთან არავინ არ წაგვიყვანს, მაშინ კეირას წამართმევენ, ” მიწერილი იყო ფოტოს ქვეშ, რომელიც “ფეისბუკზე” აიტვირთა და რამაც საბრალო ძაღლების სიცოცხლე იხსნა.

loading...

Facebook Comments

Share.