თბილისში ქორწილის მეორე დღეს გაღვიძებულ გოგონას, საწოლში არც ქმარი დახვდა და…

loading...

ეს ამ­ბა­ვი შო­კის­მომ­გვრე­ლი და წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მეა. ისტო­რიის გმი­რე­ბი ორი წე­ლია იმ მწა­რე რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, რა­საც აზარ­ტულ თა­მა­შებს შე­წი­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქვია.

ლე­ვა­ნი­სა და ნა­თი­ას ერ­თწ­ლი­ა­ნი რო­მა­ნი 2016 წელს ბედ­ნი­ე­რად უნდა დას­რუ­ლე­ბულ­იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა… ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღეს დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბულ გო­გო­ნას სა­წოლ­ში არც მე­უღ­ლე დახ­ვდა და ვერც ქორ­წილ­ში ნა­ჩუ­ქარ ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას მი­აგ­ნო. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ სიძე უგო­ნოდ იპო­ვეს – თვით­მკვლე­ლო­ბა უც­დია. გა­დარ­ჩა, თუმ­ცა…

ლელა, ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი: “სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნილ ოჯახს ქორ­წი­ლის მე­ო­რე ღა­მეს რომ და­ან­გრევ და ცოლს გაძა­რცვავ, ამას ახ­სნა არა აქვს. ნა­თია დე­დი­სერ­თაა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა­ დაჰ­ფო­ფი­ნებ­და ოჯა­ხი. ქორ­წი­ლიც დი­დე­ბუ­ლი გა­და­უ­ხა­დეს. ლე­ვანს პე­და­გო­გი მშობ­ლე­ბი ჰყავს, პა­ტი­ო­სა­ნი და მშრო­მე­ლი ხალ­ხი…

ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, როცა რაი­ონში ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ლე­ვა­ნი ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­ში ჩარ­თუ­ლა და ეს მხო­ლოდ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გეთ. თავ­და­პირ­ვე­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო თან­ხე­ბით და­უ­წყია თა­მა­ში, მერე კი აზარ­ტმა მეტი და მეტი ხარ­კი მო­ი­თხო­ვა. ლე­ვა­ნის ოჯახს რა­ი­ონ­ში დიდ პა­ტივს სცე­მენ. მის­მა მშობ­ლებ­მა უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა და­ა­ყე­ნეს გზა­ზე, მაგ­რამ შვილ­მა გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი…

ქორ­წილ­ში ნა­ჩუ­ქა­რი ფული და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა ლე­ვანს შინ ეგუ­ლე­ბო­და, ორი დღის მოყ­ვა­ნი­ლი ცოლი გა­ძარ­ცვა და სა­თა­მა­შოდ გა­ი­პა­რა. დი­ლით ნა­თი­ამ ქმა­რი რომ ვერ­სად ნახა, მო­ბი­ლურ­ზე და­უ­რე­კა. გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და. მერე მე­გობ­რებ­თან მო­ი­კი­თხა და მა­თაც არა­ფე­რი იცოდ­ნენ. სა­ღა­მომ­დე რომ არ გა­მოჩ­ნდა, ტაქ­სი გა­მო­ი­ძა­ხა და ფუ­ლის ასა­ღე­ბად მი­სულ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ად­გილ­ზე ერთი თეთ­რიც აღარ იყო. მერე ოქ­რო­ულს და­უ­წყო ძებ­ნა და ვერც ამას მი­აგ­ნო…

ლე­ვანს გა­რე­უ­ბან­ში, სა­დაც ლომ­ბარ­დე­ბი და ბან­კე­ბია, უკვე გონ­და­კარ­გულს მი­აგ­ნეს. ექი­მებ­მა მი­ზე­ზად მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია და­ა­სა­ხე­ლეს… მე­ო­რე დღეს გონ­ზე მო­სულ­მა ყვე­ლა­ფე­რი აღი­ა­რა.

ნა­თი­ამ ქმრის მო­ბი­ლურ­ში ინ­ტერ­ნეტ­კა­ზი­ნო­ ნახა გახ­სნი­ლი და იმ დღეს­ვე დაბ­რუნ­და მშობ­ლე­ბის სახ­ლში, თუმ­ცა იმ­დე­ნად კე­თილ­შო­ბი­ლი გო­გო­ნაა, ყო­ველ­დღე მი­დი­ო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ლე­ვა­ნის სა­ნა­ხა­ვად და სა­ნამ შინ არ გა­მო­წე­რეს, თავს დას­ტრი­ა­ლებ­და. მას შემ­დეგ ახ­ლოს აღარ გაჰ­კა­რე­ბია. თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის კლი­ნი­კა­ში ნა­თი­ას გა­ფით­რე­ბუ­ლი სახე…

loading...

Facebook Comments

Share.