ლიმონით მოვაჭრე ბებოს გოგონამ ფული მოპარა და გაიქცა, ნახეთ რა მოხდა შემდეგ….

loading...

ინტერნეტმომხმარებელ მანონი ნანავას ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენც გთავაზობთ ამ ამბავს:

“დღეს ერთ ისეთ ფაქტს შევესწარი, რომ არ დავწერო არ შემიძლია… ფოტოზე რომ ბებოა, ბევრს გეყოლებათ ნანახი პეკინზე, გარე მოვაჭრეა, ლიმონს ყიდის და ამით ირჩენს თავს… ზუსტად ამ ბებოს ვუახლოვდებოდი, მისი ყვირილი რომ შემომესმა – “დაიჭირეთ, საფულე მომპარა, ვინმემ დაიჭირეთ”…

და ამ დროს მოზარდმა გოგონამ ჩაირბინა, ჰო გოგონამ… ვერც მოვედი აზრზე, რომ ქურდი ეს გოგონა იყო!!! საწყალი ბებო რას დაეწეოდა?! და გამვლელებმაც ალბათ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, ისე გაუჩინარდა
ქურდიც…

დაწყო ბებიამ ტირილი, 100 ლარი მედო საფულეში, მოვიდა ის ბავშვი, ვითომ ლიმონის ყიდვა უნდოდა და ამ დროს დაწვდა ჩემს საფულეს და გაიქცაო… ამას რომ გვიყვებოდა, ნერვიულობისგან გული წაუვიდა და იქვე წაიქცა… ისე დავიბენი, წამოდგომაშიც ვერ დავეხმარე… მაგრამ იქვე მყოფებიდან ერთმა პატრულში დარეკა, ერთმა – სასწრაფოში, ზოგი ბებოს ასულიერებდა, ზოგი კი თურმე იმ გოგოს მოსაძებნად წასულა…

ბებო გონს რომ მოვიდა, ისევ ტირილი განაგრძო, რა მეშველება, ჩემი ფული წაიღო, ახალ რაღა ვქნაო?.. და ამ დროს ვინც ამ ყველაფერს შეესწრო, ყველამ დაიწყო ჯიბეების მოქექვა და ვის რა შეეძლო – 5,10, 20 ლარი, ბევრმა გაუწოდა, ბებო, ოღონდ მეტი აღარ იტიროო, ამშვიდებდნენ… ბებო კიდე არ ართმევდა, თქვენ რა შუაში ხართ, შვილებოო? ამ ყველაფრის შემყურე მეც ხან ბებოზე მეტირებოდა, ხან იმ ხალხზე, ვინც ბებოს ასე გულით ეხმარებოდა…

მოკლედ, მალევე ბიჭებმა ის გოგონა მოიყვანეს! იქვვე მიმდებარედ დაუჭრიათ და არც თვითონ იყო მარტო, სხვა ფეხმძიმე (!) გოგოსთნ ერთად ყოფილა…ბ ებომ თავისი ლიმონი მე ჩამაბარა და თვითონ ქურდის ამოსაცნობად შეიყვანეს იქვე მდებარე ოფისში… სად იყო და სად არა, პატრული და სასწრაფოც მოვიდა. ის ორივე გოგო დაკითხვაზე წაიყვანეს… ისე, ღმერთს კი იფიცებოდნენ, არ მოგვიპარავსო!

საფულე რომ დაიბრუნა, მარგარიტა ბებო ხასიათზე მოვიდა… ჰო, მარგარიტა რქმევია, გაგვეცნო, 87 წლის ვარ, მაგრამ ზუსტად დაბადების წელი არ მახსოვსო… 8 მარტს დავიბადე, ეგ კი ვიციო. საფულედან პარკში გახვეული ქაღალდი ამოიღო, აქ მისამართი და ახლობლების ნომერი მიწერია, რამე რომ დამემართოსო და პატრულს მიაწოდა…

ხო, მართლა, საფულე რომ დაიბრუნა, მერე ხალხს ეუბნებოდა, თქვენც აიღეთ თქვენი ფული, მე ხომ ჩემი დავუბრუნეო?! უსაყვარლესი!!! კარგი, ფულს თუ არ იღებთ, მაშინ ლიმონი მაინც აიღეთ ჩემგან საჩუქრადო!!

გამისკდა გული ემოციებსგან და მთელი საღამოა ვერ დავმშვიდდი, ემოციებით ვარ სავსე. აქეთ ბებო მედარდებოდა, იქით იმ ქურდის საქციელი… ხალხის ქცევამ ხომ საერთოდ გამაგიჟა, ფილმში მეგონა თავი, ისე ეხმარებოდა ყველა… ამ ყველაფრის მერე, საბოლოოდ მესიამოვნა კიდეც, რომ ამ ყველაფერს შევესწარი… და ვისაც არ დაგეზარათ კითხვა, თქვენც გაგიზიარეთ…”

loading...

Facebook Comments

Share.