”მაგარი ბიჭი ხარ!” – ეს მხოლოდ ბავშვური პირობა იყო… თუმცა ამ ბიჭმა წლების შემდეგ სიტყვა შეასრულა!…

loading...

ბენ მოზერსა და მერი ლაპკოვიცს შორის ჯერ კიდევ სკოლის მერხთან დაიწყო დიდი მეგობრობა. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. მერის დაუნის სინდრომი აქვს, მაგრამ ამას წყვილის მეგობრობაზე არანაირად არ უმოქმედია. “შეიძლება, თანატოლების უმრავლესობა გაურბოდა ჩემს დას ან უბრალოდ ცოტა უჩვეულოდ მიაჩნდა, მაგრამ არა ბენი…” – იხსენებს მერის უფროსი ძმა.

ბენის დედა კი ჰყვება: “ვაღიარებ, ჩემი ვაჟი ყოველთვის აქტიური ბავშვი იყო. სულ პატრონობდა მერის, იცავდა, ადევნებდა თვალს, რომ მერი ყველა ბავშვურ აქტივობაში ჩართულიყო”.

მეოთხე კლასში ბენი მერის შეჰპირდა, რომ როცა გაიზრდებოდნენ, მასთან ერთად წავიდოდა გამოსაშვებ საღამოზე. დრომ ისინი გაყარა, სხვადასხვა სკოლაში გადავიდნენ სასწავლებლად, თუმცა ერთხელაც შემთხვევით შეხვდნენ – მათი სკოლები ფეხბურთის ჩემპიონატზე მოხვდნენ მოპაექრეთა გუნდებში.

აღმოჩნდა, რომ ბენს არ დავიწყებია პირობა და მერის მოულოდნელი წინადადებით მიმართა – გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა. ბენმა მთელი ის საღამო მერის გვერდით გაატარა, მათი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდა და ახლაც გრძელდება, მერის ძმა კი ამბობს, რომ იმ დღეს მერი მეცხრე ცაზე იყო, რაც მთავარია, მერის ძმას კი, რომელიც გამუდმებით დარდობს დის მომავლის გამო, კვლავ დაუბრუნდა ადამიანებისადმი რწმენა და იმედი, რომ მისი და აუცილებლად იქნება ბედნიერი ასეთი ადამიანების გვერდით.

loading...

Facebook Comments

Share.