მას პაციენტის სახე ეცნო… როცა გაირკვა, თუ ვინ იყო ეს ქალი, გოგონა ადგილზე გაქვავდა და განძრევა აღარ შეეძლო…..

loading...

უკვე ასაკში შესული ადამიანები ხშირად ეკითხებიან საკუთარ თავს, თუ რამდენად ნათელ კვალს დატოვებენ გარდაცვალების შემდეგ. 66 წლის ლინ ბარტოსიც ფიქრობდა ხოლმე, თუ რა როლი ითამაშა სხვა ადამიანების ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება ექთნად მუშაობდა. ლინი ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და არც დაფიქრებულა იმაზე, რომ მისი შრომა საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდა.

80-იანი წლების ბოლოს მის საყვარელ პაციენტად იქცა პატარა გოგონა სახელად ნიკოლი. ბავშვს თანდაყოლილი ნაწლავური პათოლოგია ჰქონდა, რის გამოც რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, ამოაჭრეს წვრილი ნაწლავის დიდი ნაწილი. გოგონას დიდი ხნით მოუხდა საავადმყოფოში წოლა.

ლინი ბარტონი ძალიან დაუახლოვდა და შეიყვარა გოგონა. ნიკოლი ლინისთვის მარტო პაციენტი არ იყო. მათ შორის წარმოიშვა ძლიერი სულიერი კავშირი. მათმა ურთიერთობამ ჟურნალისტებიც დააინტერესა. 1988 წელს ლინისა და ნიკოლის ფოტომ ერთ-ერთი სამედიცინო ჟურნალი დაამშვენა

გოგონა გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან. თუმცა მუდამ ახსოვდა უფროსი მეგობარი. დროდადრო დედასთან ერთად აკითხავდა ლინს კლინიკაში.

გავიდა წლები და ლინი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, იქვე დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ ლინსა და ნიკოლს შორის კავშირი გაწყდა. წლების შემდეგ ლინ ბარტონი პენსიაზე გავიდა. ახლა უკვე როგორც პაციენტი, ისე აკითხავდა კლინიკას ასაკობრივი დაავადებების სამკურნალოდ.

ერთხელ ინფუზიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. ახალგაზრდა მედდის სახის ნაკვთები მაგნიტივით იზიდავდა მოხუცს. მალე საერთო ენაც მოძებნეს. საუბარში ქალმა გაიხსენა თავისი სამსახურებრივი ისტორიები, რასაც მოაყოლა მისი და ნიკოლის მეგობრობის ამბავი. და უცებ გოგონამ წამოიძახა: “ნუთუ ლინი თქვენ ხართ?! გოგონას ძალიან გაუხარდა მისი დანახვა და სიხარულისგან ლამის ხტუნვა დაიწყო, შემდეგ მივიდა მოხუცთან და მხურვალედ გადაეხვია“

როგორც აღმოჩნდა ნიკოლს არ დავიწყებია თავისი ბავშვობის მეგობარი. უფრო მეტიც, მომავალი პროფესია ლინ ბარტონის ხათრითა და სიყვარულით აირჩია. ბედისწერას სურდა, რომ მათი გზები ისევ გადაკვეთილიყო… სიკეთე არ მიეცემა დავიწყებას…

loading...

Facebook Comments

Share.