მე ვიყავი ევროკავშირის “შტაბკვარტირში” – სალომე ზურაბიშვილი..

loading...

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან – საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტებსა და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორ-მასწავლებლებთან საუბრისას წინასაარჩევნო დაპირებაზე გაამახვილა. მან თქვა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მთავრობასა და რეგიონებს შორის შუამავალი.

“პრეზიდენტს შეუძლია იყოს მთავრობასა და რეგიონს შორის შუამავალი. 2 დღეში მოვასწარი იმის ნახვა რაც მაინტერესებდა, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქუთაისს. ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი და ქუთაისი თავისი ყველა უბნით. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქმა. მე ვიყავი ევროპის ევროკავშირის “შტაბკვარტირში.” რატომ მომივიდა ეს სიტყვა არ ვიცი, სად ილექება ზოგიერთი რამ.

“ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის კულტურის შემადგენელი ნაწილი. აქ უნდა იყოს დაცული და განვითარებული და ამისთვის მე მზად ვარ. ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იყოს დაცული და ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო კულტურულ ძეგლებში”-განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ბოტანიკურ ბაღშიც მივიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. დღესვე პრეზიდენტი ქართულ პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო.

წყარო: rustavi2

loading...

Facebook Comments

Share.