მღვდლებს მონაზვნები სექს მონებად ჰყავთ – რომის პაპის სკანდალური აღიარება

loading...

რომის პაპმა აღიარა, რომ სასულიერო პირების ნაწილი მონაზვნებზე სექსუალურად ძალადობს და იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მღვდლებმა მონაზვნები სექს-მონებად აქციეს. რომის პაპი ფრანცისკეს განმარტებით, მის წინამორბედს პაპ ბენედიქტს, მონაზვნების მთელი კონგრეციის დახურვა მოუწია იმის გამო, რომ მათზე მღვდლები სექსუალურად ძალადობდნენ. BBC-ს თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომის პაპმა, სასულიერო პირების მიერ მონაზვნებზე ძალადობის ფაქტი საჯაროდ აღიარა. რომის პაპი ასევე განმარტავს, რომ კათოლიკური ეკლესია ცდილობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა მსგავსი ინციდენტები კვლავ ხდება.
ამ საკითხზე პონტიფიკოსმა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ტურნეს ფარგლებში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.  რომის პაპი ფრანცისკეს განმარტებით, აღნიშნული პრობლემა იქიდან იღებს სათავეს, რომ მღვდლების ნაწილი „ქალებს მეორე კლასის არსებებად აღიქვამს“.

loading...

Facebook Comments

Share.