პაოლო ალი: ერთ დღეს საქართველო ნატოს წევრი გახდება

loading...

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარის ფარგლებში ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.

“ერთ დღეს საქართველო ნატოს წევრი გახდება და მანამდე პარტნიორობა უნდა გავაღრმავოთ. საამისოდ რეფორმების გაგრძელებაა საჭირო. საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპული უსაფრხოების ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმ გაუგებრობების ფონზე რაც რეგიონშია. რუსეთს თქვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ანექსირებულია ყირიმი. რუსეთი იბრძვის სირიაში პოზიციების გამყარებისთვისაც, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით.საქართველო არის არაჩვეულებრივი მაგალითი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება- დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი,”- თქვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“- ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარია.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ქვეყანას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი ეწვია. სემინარის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

ისინი სამი დღის განმავლობაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგს განიხილავენ. იმსჯელებენ ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებზე, პერსპექტივებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

loading...

Facebook Comments

Share.