პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალოებაზე კომენტარი გააკეთა

loading...

„მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი“, – განაცხადა პარიზში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

პრეზიდენტის განცახდებით შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რომელიც გარკვეულ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული.

„მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პატრიარქს მიმართავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების აქტის გამოცემისათვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს

loading...

Facebook Comments

Share.