რა გარიგება შესთავაზა ივანიშვილმა ეკა ბესელიას? – განდგომილი დეპუტატი დეტალებს ჰყვება

loading...

ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ მოინდომებდა ის გუნდში დარჩებოდა და უკეთეს პოზიციებზეც იქნებოდა. ამის შესახენ ბესელიამ “არჩევანის” ეთერში განაცხადა. “შემოთავაზებაც მაქონდა” აღნიშნა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს შემოთავაზება ივანიშვილსგან ბესელიამ დაადასტურა – “კი, აბა ვისგან მექნებოდა”

ბესელიას თქმით, ივანიშვილთან სასამართლოსთან დაკავშირებით ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა.

„მე არ ვუკარგავ მას პირველ ოქტომბერს, არ ვუკარგავ იმ ბევრ სიკეთეს, რაც ქვეყანას გაუკეთა, მაგრამ არ ვეთანხმები დღეს იმ პოზიციებში, რაც აქვს. ამიტომ არ ვდგავარ მასთან ერთად… ყველაფერი სხვა უფრო მეტად დაძლევადია, მაგრამ სასამართლო განსაზღვრავს ქვეყანაში სტაბილურობას, დემოკრატიას, ბიზნესის თავისუფლებას, ყველაფერს,“ – ამბობს ბესელია.

loading...

Facebook Comments

Share.