როგორ ასწავლეს მაიმუნებს ფულის გამოყენება. სულ მალე პირველი მეძავი მაიმუნიც გამოჩნდა

loading...

ადამ სმიტი, კლასიკური ეკონომიკის მამა და ფუძემდებელი დარწმუნებული იყო, რომ ფულის და ფულის გაცვლის აზრი, მხოლოდ ადამიანებისთვის, კაცობრიობისთვის იყო ცნობილი და გასაგები.
-”ჯერ არავის უნახავს, რომ ერთ ძაღლს, მეორე ძაღლისთვის ძვალი გაეცვალოს, სამართლიანად და ნებით” წერდა ის “არავის უნახავს ერთ ცხოველს მიენიშნებინოს მეორესთვის “აი ეს ჩემია, ეს კი შენი, მე მსურს მოგცე ეს, ამის სანაცვლოდ”” თუმცა 2005 წელს, იელის ახალი ჰევინის ლაბორატორია საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცადა.

აქ, სუფთა და ქათქათა, თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილ ჰოსპიტალში, 7 კაპუჩინის ჯიშის მაიმუნს, ფულის კონცეფციას, მის აზრს და მომხმარებას ასწავლიდნენ, ხოლო შედეგები ან გაგიკვირდებათ ან არ გაგიკვირდებათ, იმისდა მიხედვით, თუ როგორი წარმოდგენა გაქვთ ადამიანების და მაიმუნების მსგავსებაზე.

მაიმუნი კაპუჩინი

კაპუჩინები საკმაოდ საყვარელი მაიმუნის ჯიშია, ზომით პატარა ბავშვს თუ უტოლდებიან და გრძელი კუდები აქვთ, მათ შედარებით პატარა ტვინი აქვთ და როგორც ცხოველების უმრავლესობა საჭმლის მოპოვებაზე და სექსზე არიან ფოკუსირებულნი.

კეით ჩენმა იელის ეკონომისტმა და ლაურა სენტოსმა, სწორედ ამ ამბის გამოყენება გადაწყვიტეს და სცადეს მაიმუნებისთვის ესწავლებინათ ფულის გადაცვლა საჭმელზე, ანუ ყურძენზე, ვაშლებზე და ჟელეზე.
-”როცა კაპუჩინებზე ვსაუბროთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უძირო კუჭი სიტყვებით “მინდა” ამბობს ჩენი “შეგიძლიათ ზეფირი მთელი დღე აჭამოთ, ვერ გაძღებიან, აღებინებენ და ისევ მოვლენ საჭმელად”.

თვითონ ჩენმაც კი არ იცოდა რას იკვლევდა კონკრეტულად, როდესაც მან და სენტოსმა მაიმუნებისთვის ფულის აზრის სწავლება დაიწყეს, ზუსტად არ იცოდნენ კვლევის თემა რა იყო. თავიდან ფიქრობდნენ მაიმუნსითვის 1 დოლარი მიეცათ და დაკვირვებოდნენ რას იზამდა.

ფულად ერთეულად, ვერცხლის დისკო იქცა, შუაში ნახვრეტით. ანუ ძველ ჩინურ ფულს მიამსგავსეს, შემდეგი რამოდენიმე თვე კი კაპუჩინებს ასწავლიდნენ, რომ ეს დისკები ღირებული იყო და მათი გადაცვლა ნუგბარზე შეიძლებოდა, კიდევ უფრო დიდი ხანი იმას ასწავლიდნენ, რომ დისკები ასევე ღირებული იქნებოდა მეორე დღესაც, ანუ ის არ კარგავდა თავის უნარს, გადაცვლილი ყოფილიყო ნუგბარში.

როგორც კი ეს გააგებინეს, შემდეგი ექსპერიმენტი იყო, რეალური ყიდვა-გაყიდვა, მაიმუნებს აძლევდნენ 12 მონეტას და მათ უნდა გადაეწყვიტათ, რამდენი მონეტის დათმობა სურდათ ან ყურძნისთვის ან ჟელესთვის. ამ ექსპერიმენტმა კაპუჩინებს ასწავლა ბიუჯეტის აზრი, ანუ მათ შეეძლოთ ისე შეეძინათ ნუგბარი, როგორც მათ ერჩივნათ.

ამის შემდეგ, ჩენმა შემოიტანა ფასების და სიმდიდრის შოკები, მაგალითად უეცრად ჟელეს ფასი “ვარდებოდა” და ახლა ერთ მონეტად მაიმუნს შეეძლო ეყიდა არა ერთი არამედ ორი ცალი ჟელე, როგორ მოიქცევა მაიმუნი? დაიწყებს უფრო მეტის ყიდვას რადგან ფასი დავარდა? მართლაც ასე მოხდა, კაპუჩინები მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც იქცევა ადამიანი, რესურსების მაქსიმიზაციისა და ფასის თეორიის მიხედვით, ანუ “თუ რამის ფასი ეცემა, ხალხი მიდრეკილია ის უფრო მეტი რაოდენობით შეიძინოს”

ამის მერე, ჩენმა აზარტული თამაშების კონცეპცია შემოიტანა, ჩვეულებრივი “არიოლ-რეშკა” – ს თამაში, თავიდან კაპუჩინს ერთ ყურძენს აძლევდნენ და თუ “არიოლი” ჯდებოდა კიდევ ერთ ცალს უმატებდნენ, ხოლო თუ “რეშკა” მაშინ უბრალოდ, თავდაპირველი ყურძენი რჩებოდა.
ხოლო მეორე ვარიანტში, კაპუჩინი თამაშს 2 ყურძენით იწყებდა, თუ წააგებდა – 1 ცალს კარგავდა და თუ არა – 2 ცალს ინარჩუნებდა.
ორივე თამაში იდეაში ერთიდაიგივეა, ერთნაირი ფსონებით, მაგრამ ერთი ფსიქოლოგიურად განიხილება პოტენციურ მოგებად, ხოლო მეორე – პოტენციურ წაგებად.

როგორ უპასუხეს მაიმუნებმა? მათ ბევრად ერჩიათ პირველი ვარიანტი, ანუ პოტენციური მოგება, ვიდრე მეორე ვარიანტი. ზუსტად იგივე შედეგი იყო მაშინ, როდესაც ადამიანებზე ჩაატარეს ეს ექსპერიმენტი.

მაგრამ! ნუთუ კაპუჩინებს მართლა ესმით ფულის აზრი, თუ იქნებ უბრალოდ დოქტორ ჩენის მიერ ნასწავლ ოინებს იმეორებენ? როგორც ჩანს მათ მართლა გაიგეს ფულის გაცვლითი ფასი, რადგან როდესაც კაპუჩინებს კიტრი დაუჭრეს, ერთ-ერთმა მაიმუნმა ჭამა დაიწყო, შემდეგ შეჩერდა და მონეტისმაგვარი კიტრი სცადა რაიმე უფრო ტკბილში გადაეცვალა, რადგან მისთვის კიტრის მრგვალი ფილა – ფულისმაგვარი იყო გარეგნულად.

გარდა ამისა დაფიქსირდა ბაზრის ისეთი თანმდევი მომენტები, როგორიცაა ქურდობა. კვლევებმა აჩვენა, რომ თუმცაღა კაპუჩინები ფულს არ ინახავენ, სამაგიეროდ დროებით აგროვებენ.
ექსპერიმენტში, სათითაოდ გადაყავდათ 1 მაიმუნი ცალკე ოთახში, სადაც მათ მონეტებით სავსე თეფში ხვდებოდათ, რადგან მაიმუნმა იცოდა რომ მალე გაიყვანდნენ საერთო ოთახში, ამიტომ მონეტებს ისროდა საერთო ოთახში და შემდეგ მისდევდა მათ. ეს ადამიანური ბანკის გაძარცვის და ციხიდან გაქცევის ანალოგიაა, ასეთი შემთხვევები ქაოსს იწვევდა, რადგან ადამიანებს სასწრაფოდ უწევდათ საერთო ოთახში მისვლა და მაიმუნებისგან მონეტების გამოსყიდვა ნუგბარის სანაცვლოდ, რაც პირიქით ახალისებდა მსგავს “ძარცვებს”

თუმცა კიდევ რაღაც… რაღაც ძალიან მნიშვნელოვანიც ხდებოდა ასეთი ქაოსის დროს… ფულის ალბათ ყველაზე დიდი მახასიათებელი ის არის, რომ ფულით შეგიძლია იყიდო ყველაფერი. არამარტო საჭმელი, არამედ – ყველაფერი! დოქტორმა ჩენმა კუთხეში ისეთი რამ შეამჩნია, რომ თვალს არ დაუჯერა, ეს იყო მსოფლიოში პირველი სექსი მაიმუნებს შორის… ფულის სანაცვლოდ. მაიმუნმა რომელმაც “სხეული გაყიდა” მონეტაზე, სასწრაფოდ გადაცვალა მონეტა ყურძენზე.

ეს ამბავი კი საკმაოდ მგრძნობიარეა, საქმე იმაშია რომ იელის ლაბორატორია ცდილობს მაიმუნებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას და მაქსიმალურად მიაახლოს მათი ცხოვრების პირობები – ბუნებრივთან. მათთვის ფულის გაცნობამ კი ლამის მაიმუნურ ბორდელად აქცია ეს ლაბორატორია. ამიტომ დოქტორმა ჩენმა შეწყვიტა ექსპერიმენტები და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაიმუნებს სექსი ისე ქონოდათ, როგორც ბუნებამ გადაწყვიტა.

მაგრამ ფაქტები რჩება. როდესაც კაპუჩინის მაიმუნებს ფულის აზრი გააცნეს, მათ სტიმულებზე ისეთი რეაქცია ქონდათ, როგორც ადამიანებს. ირაციონალურად ითამაშეს აზარტული თამაშები, ვერ დაზოგეს ფული, იპარავდნენ როცა შეეძლოთ, ყიდულობდნენ ფულით საჭმელს და ხანდახან… სექსს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისე იქცეოდნენ, როგოც კვლევის სხვა საგნები: ჰომო საპიენსები.

loading...

Facebook Comments

Share.