როდესაც ბავშვი დაიბადა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ხანძრიდან ახალი გამოყვანილი ჰყავდათ… დიდი ხნის განმავლობაში მალავდა დედა ამ საიდუმლოს…

loading...

დენი ლატამი დიდი ბრიტანეთიდანაა, 2014 წელს ის დაორსულდა და გოგონას ელოდებოდა. ქალი დარწმუნებული იყო რომ ჯანმრთელი შვილი შეეძინებოდა. ექოსკოპიამაც არაფერი აჩვენა, რაც დენის შეაშფოთებდა. პატარა დედამიწას 2014 წლის 20 ივნისს მოევლინა, მაგრამ როდესაც პატარა გოგონა დედამ აიყვანა ხელში, ექიმებმა შენიშნეს, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო… გოგონა კიოდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ახალშობილის ტირილი – ის ტკივილისგან იტანჯებოდა.

ხელებზე და ფეხებზე ახალშობილს კანი არ ჰქონდა. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ინფექციის ბრალი იყო და მკურნალობა დაუწყეს. ახალგაზრდა დედამ რა თქმა უნდა ექიმებს დაუჯერა. ერთხელაც ღამით სამშობიაროშივე დედა ახალშობილის განწირულმა კივილმა გააღვიძა. დენიმ დაინახა, რომ ახალშობილის გარშემო ექიმები იყვნენ სემოხვეულები და ამბობდნენ, რომ მკურნალობამ მხოლოდ გააუარესა გოგონას მდგომარეობა. პატარა გოგონას ტანი მკურნალობის შემდეგ სულ დამწვრობებით და წყლულებით დაიფარა.

ექიმებმა საბოლოოდ დასვეს სწორი დიაგნოზი – ეს იყო ბულოზური ეპიდერმოლიზი, უიშვიათესი გენეტიკური დაავადება.

მას ასევე “პეპლის სინდრომსაც” უწოდებენ – ამ დროს ადამიანის კანი იმდენად ნაზია, რომ უბრალო შეხებითაც კი ზიანდება, როგორც პეპლის ფრთები. საბედნიეროდ ისლა ლატამის ავადმყოფობა კატასტროფურ მდგომარეობაში ჯერ არ იყო გადაზრდილი, მაგრამ ექიმები იმედებს მაინც არ აძლევდნენ დედას, რომ ბავშვი გადარჩებოდა.

ისლა დღეს უკვე 4 წლისაა და მიუხედავად ავადმყოფობისა მაინც ცოცხალია, ისლა და დედამისი არ აპირებენ დანებებას.

ყოველდღიურად დედა ბავშვს სპეციალურ ლოსიონს უსვამს და უცვლის საფენებს. როგორც ყველა პეპლის სინდრომით დაავადებული ბავშვის დედა დენიც იძულებულა დახმარების ფონდიდან მიიღოს დახმარება, რადგან ბავშვის მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება. როგორც არ უნდა უძნელდებოდეს ისლად დედა ცდილობს, როგორმე არ აგრძნობინოს ბავშვს ეს სირთულეები და აჩუქოს ბედნიერი ბავშვობა.

loading...

Facebook Comments

Share.