როდესაც ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს, ექიმები გაგიჟდნენ – ბავშვი მუცელში არ დახვდათ!…

loading...

ეს ამბავი ინგლისის ქალაქ ლესტერში მოხდა. ცოლ-ქმარი ემბერ და დანიელ ჰიუზები მეოთხე შვილს ელოდნენ. სამი ბავშვი ქალმა მშვიდობიანად გააჩინა, თუმცა ამჯერად, უკვე ორსულობის მერვე თვეში გაჩნდა სირთულეები.

30-ე კვირაში ემბერმა წყლები დაღვარა. მაშინვე წაიყვანეს კლინიკაში, სადაც ექიმები აკვირდებოდნენ. 36 საათში გადაწყვიტეს, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა არ მოხერხდებოდა და უსაფრთხო იქნებოდა, საკეისრო კვეთის შედეგად ამოეყვანათ ბავშვი.

სანამ ემბერი ნარკოზის ქვეშ იყო, დენიელი მის გვერდით იდგა საოპერაციოში. ეს წუთები მას სამუდამოდ დაამახსოვრდა.
ექიმებმა კვეთა განახორციელეს, მაგრამ გაოგნებულები დარჩნენ – ბავშვი შიგნით არ იყო.
პასუხს ვერ პოულობდნენ…

თუმცა რამდენიმეწამიანი ძიებისას ახალშობილი მაინც იპოვეს – სანამ ექიმები კვეთდნენ, ბავშვი მაინც ბუნებრივად დაბადებულა და დედის ფეხებს შორის, საფენებში იყო ჩამალული.

რაკი ბავშვი დროზე ადრე დაიბადა და კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონიდა, ინკუბატორში მოათავსეს. ახლა პატარა ოლი სავსებით ჯანმრთელია.

დენიელი ამბობს, რომ მისთვის ის წუთი, როცა ექიმები ბავშვს ეძებდნენ, უსასრულოდ გაიწელა. “ვერ ვიგებდი, რა მოხდა. თუმცა ექიმების რეაქციით ვხვდებიდუ, რომ რაღაც ისე არ იყო. გული ფეხებში ჩამივარდა, როცა დავინახე, როგორ შეშფოთდნენ და ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ”.

ცოლ-ქმარი ფრიად უკმაყოფილო დარჩა ექიმების ქმედებით, თუმცა მათ ბოდიშს დასჯერდნენ და სასამართლომდე არ მიუყვანიათ საქმე – მათთვის მთავარია, რომ ბავშვი გადარჩა.

loading...

Facebook Comments

Share.