სასწრაფოდ!!! მეცნიერებმა კიბო დაამარცხეს!!!

loading...

ბრიტანეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერება კიბოსთან ბრძოლის რევოლუციური პრეპარატი შეიმუშავეს, რომელმაც უკვე გაიარა კლინიკური ცდები და აღიარებულია, როგორც ეფექტური საშუალება 6 ტიპის სიმსივნესთან საბრძოლველად. ამის შესახებ bbc-ის რუსული რედაქცია წერს.

ინოვაციური თერაპია მუშაობს „ტროას ცხენის“ პრინციპით, კერძოდ წამალი „დამალულია“, ანუ ტოქსიკური მოლეკულები უვნებელი ანტისხეულებით არის შენიღბული, ამგვარად ის პირდაპირ შედის სიმსივნეში და მას შიგნიდან ანადგურებს.

ტესტები ჩატარდა იმ პაციენტებზე რომლებსაც ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ფორმის სიმსივნე ჰქონდათ ბოლო სტადიაში – მას შემდეგ რაც მათ სხვა სახლის მკურნალობებმა არ უშველათ.

პეპარატმა საუკეთესო შედეგები აჩვენა საშვილოსნოს ყელისა და შარდის ბუშტის კიბოს წინააღმდეგ მოქმედებისას. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა პაციენტთა მეოთხედში, რომლებიც ადრე განუკურნებლებად ითვლებოდნენ. 6-9 თვეში სიმსივნე ან შემცირდა ზომებში, ან მთლიანად შეწყვიტა გაზრდა.

გარდა ამისა, თერაპია ეფექტური აღმოჩნდა ფილტვის, საყლაპავის, საშვილოსნოს, საკვერცხეების სიმსივნის მკურნალობაშიც, თუმცა როგორც ბრიტანელი ექიმები აცხადებენ უშედეგო აღმოჩნდა პროსტატის კიბოს შემთხვევაში.

წამალი, რომელსაც მისი შემქმნელები TV-ს (tisotumab vedotin) უწოდებენ, ინტრავენურად შეჰყავთ და ის წარმოადგენს ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის ჰიბრიდს.

ტოქსიკური ნივთიერება დაფიქსირებულია ანტისხეულის ბოლოში, ის ემაგრება ცილა CD142-ს , რომელიც გან საკუთრებით მრავლადაა სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე. შედეგად მოლეკულის სიმსივნის უჯრედში შეწოვა ხსდება, სადაც ტოქსინი გამოთავისუფლდება და უჯრედს შიგნიდან ანადგურებს.

თერაპიას აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი სრულებით ასატანია. ყველაზე ხშირად ეს გვერდითი მოვლენებია გულისრევა, დაღლილობის შეგრძნება და სისხლდენა ცხვირიდან.

პირველ ეტაპზე კლინიკურ ცდებში მონაწილეობას იღებდა სიმსივნით დაავადებული 150 პაციენტი ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, აშშ-დან და შვედეთიდან.

თერაპიის შედეგები იმდენად ბევრისმთქმელი აღმოჩნდა, რომ მკვლევარებმა სტატიის გამოქვეყნებამდე უკვე დაიწყეს მეორე ეტაპი, ამჯერად კლინიკურ ცდაში რამდენიმე ასეული უკურნებელი პაციენტი მონაწილეობს.

კვლევის ხელმძღვანელის, კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორის ჯოანა დე ბონოს თქმით, წამალი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ნაწლავის, პანკრეასის, ხორხხის და ტვინის სიმსივნის შემთხვევაშიც.

„პრინციპულ სიახლეს წარმოადგენს თავად თერაპიის მოქმედების პრინციპი. წამალი სიმსივნის უჯრედებში, „ტროას ცხენის“ მსგავსად ხვდება და მათ შიგნიდან ანადგურებს.“- აცხადებს დე ბონო.

კითხვაზე, როდის გახდება ეს თერაპია ხელმისაწვდომი რიგითი პაციენტებისთვის, პროგესორმა დე ბონომ განაცხადა, რომ „ხუთ წელში, ან შესაძლებელია უფრო ადრეც.“

loading...

Facebook Comments

Share.