საუკუნის ქორწილი: 23 წლის ბიჭმა ცოლად 11 შვილის დედა მოიყვანა… ”მე ის უზომოდ მიყვარს” – წარმოუდგენელი ამბავი…

loading...

ტატიანა და ევგენი გოლუშკოვები ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ნამდვილი სიყვარულისთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება. ტატიანა 11 შვილის დედაა. ტატიანასა და მის პირველ მეუღლეს ფამილს ყოველთვის უნდოდათ ბევრი შვილის ყოლა. თუმცა 11 შვილის გაჩენის შემდეგ, ფამილმა დაიწყო სმა და ხელიც ასწია ცოლზე. ტატიანამ სასამართლოს მიმართა განქორწინების თაობაზე.

“სიცოცხლე ერთი მაქვს. ბავშვებსაც რაში სჭირდებათ ამ ყველაფრის ყურება. როგორც კი გაიგო მოსამართლემ, თუ რამდენი შვილი მყავდა თქვა: “ქალი, რომელსაც 11 შვილი ჰყავს უმიზეზოდ არ გაშორდება ქმარს!” იმ დღესვე გააკეთა განქორწინება!

“შეცდომაა, როდესაც ფიქრობენ, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ბავშვების გამო. თუ ქალი ნორმალური დედაა, ის ტყავიდან გამოძვრება და მოახერხებს აჭამოს, ასვას და ჩააცვას შვილებს”, – ამბობს ტატიანა ინტერვიუში.

თუმცა დიდხანს არ მოუწია ქალს მარტო ყოფნა. 1 წლის შემდეგ იგი მზარეულად მოეწყო, სადაც გაიცნო ევგენი, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსი იყო. ასაკში ამხელა სხვაობა მათთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. ევგენი მას პაემანზე ეპატიჟებოდა, ტატიანა კი ვერ ბედავდა მოეყოლა ბავშვების თაობაზე.

“როდესაც გაიგო, ჩაფიქრდა და კინოში დამპატიჟა. არც კი მახსოვს ფილმის შინაარსი. ბოლომდე არც გვიყურებია, სასეირნოდ წავედით, ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს,” – აღიარა ტატიანამ.

ტატიანას ბავშვებმა და ევგენიმ მალევე იპოვეს საერთო ენა – განსაკუთრებით ბიჭებმა. ევგენი ფეხბურთის ფანატია. მან მალევე სთხოვა ხელი ტატიანას, თუმცა მაშინვე არ მიუღია თანხმობა. “გინდა ეს თუ არა , მაინც გახდები ჩემი ცოლი”, – ასეთი იყო ევგენის გადაწყვეტილება, რაშიც ბავშვებიც უჭერდნენ მხარს.

მეგობრები ცდილობდნენ გადაეფიქრებინა ევგენისთვის თავისი “გაუცნობიერებელი” გადაწყვეტილება, – 11 ბავშვი ხუმრობა ხომ არ არის. ბიჭს არაფრის მოსმენა არ სურდა. მალევე იქორწინეს.

“იშვიათია ასეთი შემთხვევა – 11 შვილის დედაზე ქორწინება. ბავშვებს ძალიან უყვართ ევგენი. ჩემთვის კი მთავარი ესაა. ტყუპები ხან მამას ეძახიან, ხან ბიძიას. აი ასე ვცხოვრობთ,” – ყვება ტატიანა.
საერთო ბავშვებზე წყვილი ჯერ არ ფიქრობს. “ჯერ უფროსები უნდა წამოიზარდონ. ისე კი, თუ ღმერთი მოგვცემს – რატომაც არა”, – დაამატა მრავალშვილიანმა დედამ.

 

loading...

Facebook Comments

Share.