სახლში იმშობიარა და ახალშობილი ტუალეტში ჩააგდო- საზარელი ფაქტი წალენჯიხაში

loading...

საზარელი ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ლიაში მცხოვრებლები “ნიუპოსტთან” საუბრისას ყვებიან, რომ საკუთარმა დედამ ახალშობილი ტუალეტში ჩააგდო.

“ქალს ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, როგორც ირკვევა ორსულად იყო, სახლში იმშობიარა და ბავშვი ტუალეტში ჩააგდო”- აცხადებს ახალგაზრდა ქალის მეზობელი.

მისი თქმით, თ.ა ორსულობას საგულდაგულოდ მალავდა.

“ქმარი 7 წლის წინ, მთაში ნადირობისას გაიყინა და დედამთილთან ერთად ცხოვრობდა. მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასელი შვილები ჰყავს. ბავშვები შოკში არიან. არც არავის უეჭვია, რომ ორსულად იყო. იმ საშინელ ღამესაც ძალიან ადრე ამდგარა, დედამთილმა რომ მოიკითხა უთქვამს მგონი მოვიწამლე და სასწრაფოს დაურეკეო. ექიმები, მიხვდნენ, რომ ქალი ახალი ნამშობიარები იყო, სისხლდენა აღენიშნებოდა, ეგრევე წაიყვანეს საავადმყოფოში, საპატრულო პოლიცია სწორედ სასწრაფოს ექიმებმა გამოიძახეს და ამის შემდეგ გამოაშკარავდა ყველაფერი”- აცხადებს ბრალდებულის მეზობელი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ბრალდებული მშობიარობის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალს სამი შვილი ჰყავს.

მომხდარი “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობოლის მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს 3-დან 5 წმალმდე სასჯელის მოხდა მოუწევს.

loading...

Facebook Comments

Share.