სერჟ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

loading...

ერევანში 13 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად, სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა.

სარქისიანი, პრემიერ მინისტრად დანიშვნამდე, პრეზიდენტის პოსტს ათი წლის განმავლობაში იკავებდა. ოპონენტები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, მას ქვეყნის ლიდერის პოსტზე, ფაქტობრივად უვადოდ ტოვებდა.

სარქისიანის გადადგომამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო გამოსვლების ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ციხიდან გაათავისუფლეს. ის 22 აპრილს, ერევანში, სარქისიანთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ დააკავეს.

loading...

Facebook Comments

Share.