სექსოპათოლოგთან და გინეკოლოგთან დასმული ყველაზე სასაცილო კითხვები

loading...

“ცოლს ძალიან სურს, რომ გვეყოლოს ბიჭი, სქესი ჯერჯერობით არ გაგვირკვევია, თუ გოგონა დაიბადება მის ფსიქიკაზე არ იმოქმედებს? საქმე იმაშია, რომ მე 192 სმ. ვარ სიმაღლეში, ხოლო ცოლი 175 სმ.ამიტომ გვეშინია, რომ გოგონა თუ დაიბადება მაღალი იქნება და მის ცხოვრებაზე იმოქმედებს, ხელს შეუშლის.ამიტომ ბიჭი გვინდა.”

“ფეხმძიმობის დროს შეიძლება ელექტროგიტარაზე დაკვრა?”

“ჩემ ქმარს ყოველთვის სურს დაიძინოს ისე, რომ მისი ასო ჩემში იყოს.ხომ არ ავნებს ეს ჩემს ორგანიზმს?”

“იანვარში დამიმთავრდა ციკლი, იმავე დღეს მქონდა სქესობრივი აქტი N 1 ბიჭთან, ისე, რომ თავი არ დავიცავი.იანვარშივე მქონდა კონტაქტი N 2 ბიჭთან, თავი დავიცავი შეწყვეტილი სქესობრივი აქტით.შემდეგ ორჯერ ვიწექი კიდევ N 2 ბიჭთან.ახლა ფეხმძიმედ ვარ.კითხვა: რამდენად შესაძლებელია ფეხმძიმედ ვიყო N 1 ბიჭისგან?”

“ასეთი სიმპტომები მაქვს, უსიამოვნო სუნი და ქავილი თუ არ დავიბანე გენიტალიები 2-3 დღის განმავლობაში, დანარჩენი არავითარი პრობლემები.”

“გამარჯობათ მარია მიხაილოვნა, მე ასეთი კითხვა მაქვს:მითხარით ქალწული ვარ თუ არა?”

“მოგესალმებით. თქვენთან ერთი ასეთი კითხვა მაქვს: ცოლთან ძალზე იშვიათად
ვამყარებ სექსუალურ კონტაქტს. ამას წინათ შევამჩნიე, რომ მისი საშოს ზომა
ძალზე გადიდებულია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ის ვიღაცას ხვდება,
რომელსაც დიდი ზომის პენისი აქვს და ამ მიზეზით არის მისი საშო
გაგანიერებული? ჩვენ ორი შვილი გვყავს, ორივე საკეისროთია დაბადებული.
შეიძლება თუ არა ამ ფაქტორმა იქონიოს საშოს ზომაზე გავლენა? და საერთოდ, რა
მიზეზებით ხდება საშოს გაგანიერება? თუ ქალების შემთხვევაში ადგილი აქვს
ასეთ მოვლენას, რატომ კაცებს არ ეზრდებათ ზომაში სასქესო ორგანო?”

“ქმართან ერთად დავგეგმეთ შვილის გაჩენა, გავიგეთ, რომ მამაკაცის სპერმა ყოველ 72 საათში ერთხელ განახლდებას იწყებს.თუ ასეა სად მიდის ძველი სპერმა?თუ არის საჭირო ან შესაძლებელი, რომ ძველი სპერმა მოვაშოროთ და ახლს დავუთმოთ ადგილი?უკვე სამი თვეა ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ და საწყენი იქნება თუ ჩასახვისთვის ძველ სპერმას გამოვიყენებთ.”

“დღე მშვიდობისა, ჩემი ქმარი 73 წლისაა, მე 68-ის გახლავართ.ქმარს აღმოაჩნდა პროსტატიტი და დაუნიშნეს მკურნალობა.პრობლემა სხვა რამეშია.მკურნალობის შემდეგ მას პოტენცია აუმაღლდა.ეს ჩემთვის ნამდვილი კატასტროფაა!შეიძლება სასაცილოდ და ბრიყვულად ჟღერდეს, მაგრამ მიშველეთ!არ შეიძლება, რომ პოტენცია დაუქვეითოთ ან საერთოდ გაუქროთ.ან იქნებ არსებობს რაიმე წამალი და თავისუფალ გაყიდვაშია, ჩვენ უკვე შვილთაშვილები გვყავს და მრცხვენია, ქმარი კი არ ცხრება.”

“საღამო მშვიდობისა, ვარ 23 წლის, მე შემდეგი საკითხი მაწუხებს, სქესობრივი აქტის შემდეგ, დაახლოებით 5-7 წუთის შემდეგ ისევ ერექცია მეწყება ეს ნორმალურია თუ რაიმე პრობლემა მაქვს?”

“გამარჯობათ, ბავშვის ჩასახვისთვის მნიშვნელობა აქვს მამაკაცის ასოს ზომას?რა მინიმალური ზომა უნდა იყოს ასო, რომ ბავშვის ჩასახვა მოხდეს?”

“გამარჯობათ, მე ასეთი პრობლემა მაქვს, 18 წლის ვარ და ჩემი ასოს ზომა არ აღემატება 14, 5 სმ. იქნებ ეს იმის ბრალია, რომ სადღაც 14-15 წლის ვიყავი და ერთხელ ცივ ამინდში შარვლის ქვეშიდან არ ჩავიცვი საცვლები?”

“ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ უსიმპტომო გონორეით ვარ დაავადებული, რაც პრინციპში შესაძლებელია, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ.”

loading...

Facebook Comments

Share.