სომეხი მეღვინეები: საქართველო, როგორც კონკურენტი ჩვენთვის წარსულშია

loading...

“საქართველო, როგორც კონკურენტი, ჩვენთვის წარსულშია” – სომხეთის ეროვნული მეღვინეობის ცენტრის თავმჯდომარემ ავაგ არუტუნიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხურმა ღვინომ დიდი ხანია ქართულს გადაუსწრო და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ და სხვა ღვინოებს – დარწმუნებულია სომხეთის მთავარი მეღვინე, რომელმაც 6 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინსიტრს ნიკოლ პაშინიანს პირადად მოუთხრო საკუთარი ხედვებისა და გეგმების შესახებ.
“სომხური ღვინო უკვე ის არ არის, რაც ხუთი წლის წინ იყო. ის ბევრად შეიცვალა, გახდა უკეთესი და ხარისხიანი. საქართველო, როგორც კონკურენტი, ჩვენთვის წარსულში დარჩა, ჩვენ ხარისხით ჩვენს მეზობლებს ვუსწრებთ და შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ, ახალზელანდიურ ღვინოებს” – არუტუნიანმა “სპუტნიკთან” საუბარში თქვა. მისი აზრით, სომხური ღვინო საშუალოდ 10-15 დოლარად გაიყიდება მსოფლიო ბაზარზე.

სტატიაში, რომელიც აღნიშნულ თემაზე რუსულმა “caucasus.artinews.ru”-მ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ სომხური მაღალმთიანეთი მეღვინეობის აკვანად არის მიჩნეული, და რომ ამაზე ასირიული ისტორიული დოკუმენტები მიუთითებენ. გარდა ამისა, სომხურ მეღვინეობაზე წერდნენ ჰეროდოტე, სტრაბონი და ქსენოფონტი. 2007 წლის არქიტექტურულმა გათხრებმა კი დაადასტურეს, რომ სომხეთში ღვინოს მე-4-მე-5 საუკუნეებში უკვე აყენებდნენ, რაც იმას მიუთითებს, რომ ზუსტად სომხეთია ღვინის სამშბლო – წერია სტატიაში.

წყარო: commersant.ge

loading...

Facebook Comments

Share.