ყველაზე სასტიკი დედა მსოფლიოში! ნახეთ რა გაუკეთა მან საკუთარ შვილებს….

loading...

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მწერალმა და სამი შვილის დედამ, ჯეიმი პრიმაკ სალივანმა ფეისბუქში განაცხადა, რომ ის ყველაზე “სასტიკი” დედაა მსოფლიოში. ბევრ ადამიანში ამან გამოიწვია შოკი, რადგან ეს სიტყვა ასოცირდება სხვადასხვა საზარელ აზრთან. უკეთესი იქნება, თუ თავად გაეცნობით გზავნილის შინაარსს:

“დღეს ყველაზე “საშინელი” დედა ვარ. ვახშმის შემდეგ ბავშვები წავიყვანე “Dairy Queen”-ში. მათ აირჩიეს ნაყინი. ველოდებოდით ჩვენს რიგს დაახლოებით 5 წუთი. მიმტანი, რომელიც გვემსახურებოდა, დაახლოებით 17 წლის იქნებოდა. მან ჰკითხა ბავშვებს, თუ ვინ რომელი ნაყინი შეუკვეთა და მზრუნველად მიაწოდა თითოეულს ხელში. არც ერთმა ჩემმა შვილმა სახეზეც კი არ შეხედა მას და არც მადლობა გადაუხდიათ. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. გადავხედე მიმტანს და მივხვდი, რომ ერთი და იგივე აზრმა გაიელვა ჩვენს თავში. ბავშვები ნაყინით ხელში გაემართნენ კარისკენ. მეც გავყევი. გავაჩერე, გამოვართვი და მათ გასაკვირად, ნაგვის ურნაში ჩავყარე. რა თქმა უნდა, სამივემ ისტერიკები მოაწყო. ველოდებოდი მშვიდად და წყნარად. ველოდებოდი მანამ, სანამ არ მიხვდნენ, რომ რაღაცის თქმა მინდოდა.

როდესაც დამშვიდდნენ, ავუხსენი, რომ ერთ მშვენიერ დღეს თუ მათ გაუმართლებდათ, შესაძლოა ემუშავათ მიმტანად. “თუ რომელიმე გახდებით მიმტანი, ვიმედოვნებ, რომ სხვა ადამიანები შეგამჩნევენ. შეგხედავენ თვალებში და გადაგიხდიან მადლობას. იმიტომ, რომ ამაში მდგომარეობს ელემენტარული ადამიანური ღირსება”.

ასე რომ, დღეს მე ყველაზე სასტიკი დედა ვარ მსოფლიოში!”

ამ პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ზოგიერთი ეთანხმებოდა, ზოგმა კი საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა. ბევრი თვლიდა, რომ დედის საქციელი ბავშვებისთვის იყო შოკისმომგვრელი და დიდხანს ვერ დაივიწყებდნენ მომხდარს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

loading...

Facebook Comments

Share.