“ყოველდღე ვუყურებ მის ხელუხლებელ ლოგინს, გაჩერდა ჩემი ტასუნას გულისცემა!” – ავარიისას გარდაცვლილი გოგონას დედის წერილი სასამართლოზე წაიკითხეს…

loading...

მო­ზარდს, რო­მელ­მაც ლი­სის ტბა­ზე წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა სამ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ორი თვის წინ თბი­ლის­ში, ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. 27 ნო­ემ­ბერს ლი­სის ტბა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად 18 წლის გო­გო­ნამ წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც მამა სამ მცი­რე­წლო­ვან შვილს ლი­სის ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ პე­რი­მეტრზე ასე­ირ­ნებ­და. სწო­რედ ამ დროს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი ML-ს მა­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და წლი­ნა­ხევ­რის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. ბავ­შვმა უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­სა­მარ­თლომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მ.ჯ დამ­ნა­შა­ვედ სცნო და მას 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში მ.ჯ არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, სას­ჯე­ლის ვადა ¼-ით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა გა­ნე­სა­ზღვრა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე პრო­ცე­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თო­ში დღეს გა­ი­მარ­თა, სა­დაც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გარ­დაც­ვლი­ლი წლი­ნა­ხევ­რის გო­გო­ნას დე­დის წე­რი­ლი წა­ი­კი­თხა:

“გა­ფიქ­რე­ბაც კი მზა­რავს იმი­სა, რომ შვი­ლი აღარ მყავს. შვი­ლი – რო­მელ­საც ცხრა თვე მუც­ლით ვა­ტა­რებ­დი, დღე­ებს ვით­ვლი­დი რომ გულ­ში ჩა­მეკ­რა მო­მიკ­ლეს. შვი­ლი, რომ­ლის თვა­ლებ­შიც ვხე­დავ­დი ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას. მზე რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჩემ­თვის ანა­თებ­და 27 ნო­ემ­ბერს სა­მუ­და­მოდ და­მიბ­ნე­ლეს. ეს ტრა­გე­დია სამ­წუ­ხა­როდ მხო­ლოდ ტა­სუ­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ამ ტრა­გე­დი­ამ დიდი დაღი და­ას­ვა ჩემს უფ­როს შვი­ლებს. მას შემ­დეგ პა­ნი­კუ­რი შიში აქვთ ავ­ტო­მან­ქა­ნის, გა­რეთ გას­ვლის, გა­ნა­თე­ბულ ოთახ­ში მარ­ტო დარ­ჩე­ნის. მას შემ­დეგ ცალ­ცალ­კე ლო­გინ­შიც ვე­ღარ წვე­ბი­ან და ერ­თად წვა­ნან. რთუ­ლია ჩემ­თვის, რო­გორც დე­დის­თვის გა­აზ­რე­ბა იმი­სა, რომ ამ ტრა­გე­დი­ამ და­ან­გრია ჩემი ორი­ვე შვი­ლის ფსი­ქი­კა და­სა­მუ­და­მოდ გა­ა­ჩე­რა ტა­სუ­ნას გუ­ლის­ცე­მა. ყო­ველ­დღე ვუ­ყუ­რებ მის ხე­ლუხ­ლე­ბელ ლო­გინს, უჯ­რა­ში ჩა­ლა­გე­ბულ ტან­საც­მელს და მი­ჭირს გა­ვაც­ნო­ბი­ე­რო რომ ვი­ღა­ცის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გარ­თო­ბას შე­ე­წი­რა ჩემი ტა­სუ­ნას სი­ცო­ცხლე, რომ ის აღა­რას­დოს შე­მო­მა­ნა­თებს თა­ვის ცის­ფერ, ბრჭყვი­ა­ლა თვა­ლებს. აღა­რას­დორს გა­მა­ცი­ლებს ტკბი­ლი კოც­ნით სახ­ლი­დან და აღა­რას­დროს დამ­ხვდე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს შე­ძა­ხი­ლე­ბით – დედა” – წე­რია ლანა უნ­დი­ლაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­სის ტბა­ზე მსჯავ­რდე­ბულს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვას ას­წავ­ლი­და. არ­ცერთ მათ­განს მარ­თვის მოწ­მო­ბა არ ჰქონ­და.

loading...

Facebook Comments

Share.