“შენ დამპატიჟე ნუნუკა დეიდა, მოხვალთო? გამეცინა და გიპასუხე ვნახოთ-თქო.როგორ არ მოვიდოდი?, უბრალოდ სიურპრიზი მინდოდა…”- სალომე ქემაშვილის მეგობარი…

loading...

“ღორის გრიპით” გარდაცვლილი 22 წლის გოგონას, სალომე ქემაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ინტერესი არ წყდება. მეგობრები იხსენებენ მის ისტორიებს.

სალომეს მეგობარი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს:

მახსოვს ის დღე, ჩემთან რომ მოირბინე და მითხარი, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით წარმოდგენას ვმართავთ და გეპატიჟები ნუნუკა დეიდა, მოხვალთო?, გამეცინა და გიპასუხე:”ვნახოთთქო”.როგორ არ მოვიდოდი?, უბრალოდ სიურპრიზი მინდოდა.მოვედი, მაშინვე მომკარი თვალი და ხელი ამიწიე შორიდან გახარებულმა.ვიცოდი, მრავალმხრივი ნიჭით იყავი დაჯილდოვებული, მაგრამ ამ დღეს აღმოვაჩინე შენში მსახიობური ნიჭიც, ძალიან ვისიამოვნე ცხელ მზეშიც კიიი.მკითხე:”როგორ მოგეწონათო? მზეში თავი ამომეწვა, მაგრამ ღირდა ამათთქო.შენი სიცილი ახლაც ყურებში მაქვს გემრიელო, თბილო, სათუთო და საყვარელო.ძნელია რეალობის გაცნობიერება საკმაოდ.

loading...

Facebook Comments

Share.