შეყვარებულმა დააწერინა, ვისთანაც ერთად გაიპარა… -მამის მიერ 14 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურების საქმე…

loading...

საკუთარი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ გორელ მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ 39 წლის მამაკაცის საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც სექსუალური ხასიათის დანაშაული დასტურდება.

განსხვავებული ვერსია აქვთ ბრალდებულის ოჯახის წევრებს.

მათი გოგონა ცოტა ხნის წინ სახლიდან, მეგობარ ბიჭთან ერთად, გაიპარა ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა, მისმა მამამ პოლიციას მიმართა და სახლში დააბრუნა.

„შეყვარებულმა დააწერინა, ეტყობა ზეწოლა მოახდინა იმ ბიჭმა. იმ ბიჭმა დააწერინა ეს ყველაფერი. მეტი სხვა არაფერი… გეუბნებით, ზედმეტი არაფერი მომხდარა. მკაცრი მამა იყო, ყველაფერს აკონტროლებდა, კარგი, წესიერი მამა იყო,“ – ამბობს მეზობელი.

loading...

Facebook Comments

Share.