შოკისმომგვრელი შემთხვევა თბილისში, შვილმა საკუთარი დედა საშინლად სცემა და მიიმალა…

loading...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 10 თებერვალს ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციის ცნობით, იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს.

პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

სახლში, სადაც ოჯახური ძალადობის ფაქტი მოხდა, ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო, რომელიც მეხანძრე-მაშველებლმა ჩააქრეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლში ცეცხლი შურისძიების მიზნით კაცმა გააჩინა, თუმცა შსს ჯერჯერობით ამ ინფორმაციასთან დაკავშირებთ არაფერს ამბობს.

loading...

Facebook Comments

Share.