”ჩავჯექი ტაქსში და ვუთხარი ღრმაღელის მეტროსთან მინდათქო, – კარგიო. ვიარეთ, ვიარეთ, მივედით და რა ხდება?…”

loading...

ტაქსში ჩავჯექი-ღრმაღელის მეტროსთან მინდა-თქო, და კაიო. ვიარეთ, ვიიაარეთ, მივედით და ვერ აჩერებს. მაგარი იწვალა და გააჩერა. ვრეკავ ქალთან, რომელსაც უნდა შევხვედროდი-მეთქი-აქა ვარ უკვე, აბა სად დგახარ.. -აქვე ვარ მეც, ვერ გხედავო. -აბა ხელი დამიქნიე, აბა აქეთ გამოიწიე და რაღაცეების მერე მძღოლმა შუბლზე მიირტყა ხელი-უი მეტრო გურამიშვილთან ვართო.

 

წავედით, ვიარეთ ვიიაარეთ, მივედით როგორც იქნა. ვურეკავ ისევ ამ ქალს-გავიყინეო. მეთქი მოვედიიით (გრძლად ვუთხარი რაა, საყვარლად, ვეტენები, მეშინია)  -ვერა გხედავო! დიდი ხანი ვეძებეთ ერთმანეთი და ვერ ვიპოვეთ. სარაჯიშვილთან მისულა ახლა ეს მძღოლი.

გავაგრძელეთ გზა და იმ ქალს ვატყუებ, მეთქი აი დავდივარ და გეძებ, ეტყობა ცუდათ დგახარ-მეთქი…

ბოლოს მივაღწიე როგორც იქნა საოცნებო ღრმაღელემდე და ახლა ის ქალი მირეკავს-“მაპატიე ნინიკო, ახმეტელთან ამოვსულვარ, შემეშალაო”.

ბოლო სერიაში ტაქსისტი და ეს ქალი ერთმანეთს გავაცანი. ჩემის აზრით და ყველა გათვლით ბედნიერები უნდა იყვნენ ერთად…

loading...

Facebook Comments

Share.