მღვდელი, რომელიც ბავშვების მონათვლისთვის დახვრიტეს

0
loading...

არქიმანტრიტი პიმენ დაშნიანი 1937 წლის 27 ნოემბერს დახვრიტეს. 1921-1953 წლებში საბჭოთა ხელისუფლება ავიწროვებდა, დევნიდა, ასახლებდა და ხვრეტდა სასულიერო პირებს.

1

სასტიკად იკრძალებოდა ყოველგვარი რელიგიური ვალდებულების ჩატარება. მაგრამ მაინც იყვნენ ის მღვდლები, რომლებიც ასეთი სასტიკი ტერორის მიუხედავად უკან არ იხევდნენ და ასრულებდნენ ღვთისგან დაკისრებულ მოვალეობას.

პიმენ დაშნიანს წარუდგინეს ბრალი, რომლის მიხედვითაც მან ერთ თვეში მონათლა 120 ბავშვი და დაარღვია “საზოგადოებრივი წესრიგი”. მას დახვრეტა მიუსაჯა საბჭოთა ანტირელიგიურმა ხელისუფლებამ – მასობრივი ნათლობისა და ადამიანების გაქრისტიანების გამო.

loading...
Share.