უფალი წყალობას მაშინ მისცემს ქართველს ერს, როცა მოინანიებენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობას

0
loading...

ქართველი ჟურნალისტი გიგლა გობეჩია ვანგას 1990 წელს შეხვდა. როგორც ის ყვება მას ძალიან გაუჭირდა ვანგასთან შეხვედრა, რადგან მისი წინასწარმეტყველებები იმდენად ზუსტი იყო, რომ ხალხი მთელი მსოფლიოდანაც კი ჩადიოდა. ბულგარეთის ეკლესიასაცახლო ურთიერთობა ჰქონდა ვანგასათან, ასევე მსოფლიო ლიდრებსაც, ისინი მასთან ხშირად ჩადიოდნენ.
როცა ბატონი გიგლა ვანგას შეხვდა მან უთხრა –” შენს ქვეყანაში იქნება დიდი სისხლი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ეს ყველაფერი გამოსწორდებაო”. არ უთქვამს როდის გამოსწორდებოდა ყველაფერი. ჯერ კიდევ 1990 წელი იყო და ბატონი გიგლა ვერ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა ვანგა ” დიდ სისხლში და გაჭირვებაში”. მაგრამ სულ მალე საქართველოს ჯერ სამოქალაქო ომი და შემდეგ აფხაზეთის სისხლისღვრაც დაატყდა თავს.

-“ჩემ შემდეგ ინჟინერი რამაზ გოგისვანიძე იყო ვანგასთან და კინაღამ გამოაგდო, – ქართველებმა ისეთი კაცი მოკალით, ჩემთან როგორ მოდიხარო”!- იხსენებს ბატონი გიგლა

აქ კი ყველაფერი ნათელია, ვანგამ აქ სწორედ ზვიად გამსახურდია იგულისხმა, რომლის სისხლის დაღვრამაც ქართველ ერს უფრო დიდი განსაცდელი მოუვლინა და მას შემდეგ ასეთ გაჭირვებაშია. როცა ადამიანი ან ერი ინანიებს თავის ცოდვებს, უფალი წყალობას მაშინ აძლევს. ჩვენი მონანიება სად არის? მოვინანიეთ ის, რაც ჩავიდინეთ?! – ჩვენი ერი ჯერაც ვერ ხვდება ამ კაცის სისხლმა სად მიგვიყვანა. ამ ქვეყანაში სისხლი და გაჭირვება მისი სიკვდილის შემდეგ დაიძრა და ასე იდინებს მანამ, ვიდრე არ მოვინანიებთ…

 

loading...
Share.