რატომ მოკლა ყოფილმა ქმარმა სალომე ჯორბენაძე…

0
loading...

ზესტაფონში  საზარელი ფაქტი მოხდა – ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მოქმედი პოლიციელია. როგორც ზესტაფონში მცხივრებლები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა. სალომე ჯორბენაძე სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე სწავლობდა, 22 წლის გოგონა ფოტომოდელობითაც იყო გატაცებული.

ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ჰყვება, რომ სალომესა და მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი, სწორედ ეჭვიანობა იყო. ბოლო პერიოდში სალომეს მეუღლე მასთან შერიგებას ცდილობდა. სალომეს ქორწინებიდან ერთი ვაჟიშვილი ჰყავდა, რომელიც ზესტაფონში დედასთან ჰყავდა დატოვებული. გუშინ სალომე ზესტაფონში სწორედ დედასთან და შვილთან იყო ჩასული, როცა მისმა მეუღლემ ზესტაფონის ცენტრალურ პარკში ხალხი თვალწინ მოკლა.

loading...
Share.