7-დღიანი ძებნის შემდეგ, გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

loading...

7-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გიგი გე­გეჭ­კო­რი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­თელ­სო­ფელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-მ და­უ­დას­ტუ­რა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გიგი გე­გეჭ­კო­რი ტყე­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 მარტს, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გიგი გე­გეჭ­კო­რის უგზო-უკვლოდ და­კარ­გვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. “112”-ში შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ გიგი გე­გეჭ­კო­რი 9 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე, გა­ვი­და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­თელ­სო­ფელ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი­დან, სა­დაც ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ამ და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა მყი­სი­ე­რად და­ი­წყეს და­კარ­გუ­ლი პი­რის ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 7-დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნის შემ­დეგ, 15 მარტს გიგი გე­გეჭ­კო­რის ცხე­და­რი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­თელ­სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ტყის მა­სივ­ში თო­კით ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს”, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ახალ­გაზ­რდა მე­გობ­რებ­მა ბო­ლოს 9 მარტს, შა­ბათს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 22:00 სა­ათ­ზე ნა­ხეს, სო­ფელ წი­თელ­სო­ფელ­ში, სა­ი­და­ნაც ის გუ­და­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და.

და­კარ­გუ­ლის მე­გო­ბა­რი ლე­ვან ლე­ვან გო­გო­ტიშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუქ­ზე” წერ­დნენ, რომ გე­გეჭ­კო­რი სა­ვა­რა­უ­დოდ ავ­ტოს­ტო­პით წა­ვი­და გუ­და­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მისი კვა­ლი აქ და­ი­კარ­გა:

“9 მარტს გიგი გა­ვი­და წი­თელ­სო­ფე­ლი­დან და უც­ნობ ავ­ტო­მო­ბილს გაჰ­ყვა გუ­და­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვე­ძებთ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლს იქ­ნებ მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა და გა­მო­ვი­დეს კავ­შირ­ზე…

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი, თუმ­ცა არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, გიგი ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა და­ი­ნა­ხა ფა­სა­ნა­უ­რი-მლე­თის მო­ნაკ­ვეთ­ში. მისი ზუს­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, თუმ­ცა ხსე­ნე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი ბა­დებს ეჭვს, რომ გიგი ჯერ კი­დევ სა­დღაც ფა­სა­ნა­უ­რის მი­და­მო­ებ­შია. გთხოვთ, გა­ავ­რცე­ლეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია და ვინც აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლებ­ში ცხოვ­რობთ ან გა­ივ­ლით, ყუ­რა­დღე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რეთ უქურ­თუ­კოდ მოძ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც მუქი ფე­რის ზედა აც­ვია”, – წერ­და ლე­ვან გო­გო­ტიშ­ვი­ლი

loading...

Facebook Comments

Share.