შემზარავი შემთხვევა – 15 წლის გოგო სელფის გადაღებისას 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა…

0
loading...

15 წლის მილენა სელფის გადაღების დროს 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და კომაშია. შემთხვევა რუსეთის ქალაქ ტიუმენში მოხდა.

Mirror-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები დეტალების გარკვევას ცდილობენ, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ გოგო მაღალსართულიანი კორპუსის აივანზე დაბადების დღისთვის სელფის იღებდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მე-10 სართულის აივანზე გოგო ორ მეგობარს ეკავა, თუმცა უბედური შემთხვევისგან სკოლის მოსწავლე ამან ვერ იხსნა.

„მილენას ორი ბიჭი იჭერდა, თუმცა ის მაინც გადავარდა – ჯერ რკინის კიბეებზე, შემდეგ კი ასფალტზე დაეცა“, – განაცხადა თვითმხილველმა.

ადგილობრივი მედიის მტკიცებით კი, შემთხვევის დროს გოგო მარტო იმყოფებოდა. ახლა 15 წლის გოგო ტიუმენის რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს, სადაც მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია.

loading...
Share.