“თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი, მაგრამ…” – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი და მოულოდნელი ინტერვიუ…

0
loading...

ქალურ თემებზე სასაუბროდ ამჯერად, თამრიკო ჭოხონელიძეს ვესტუმრეთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ქალბატონი თამრიკო გულახდილად გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესოა…

– გახსოვთ პირველი ქათინაური, რომელმაც საკუთარი მომხიბვლელობა გაგაცნობიერებინათ?
– “მზიურელები” ქათინაურებს ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ – სულ გვეფერებოდნენ, მაგრამ მახსოვს, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთხელ უფროსი ასაკის კაცი მომიახლოვდა და მკითხა: არ გეუბნებიან, რომ ლამაზი თვალები გაქვსო? ვუპასუხე: არა-
მეთქი. – ძალიან ცუდიო, – მითხრა, – მე მინდა, ეს იცოდეო. არადა, ბავშვობაში ცოტათი უფრო “გამირბოდა” თვალი და სულ ამის პრობლემა მქონდა. მერე თვალის ერთ-ერთმა სპეციალისტმა დამამშვიდა: – დიდი გოგო რომ გაიზრდები და ტოლსტოის ნაწარმოებს წაიკითხავ, ნახავ, რომ იქ ავტორს უწერია – ყველა ლამაზი თვალი ცოტათი სიელმისკენ “მიდისო”. ჩემთვის ეს დამამშვიდებელი იყო (იღიმის).

– თქვენ შესახებ ყველაზე უცნაური ჭორი რა გაგიგონიათ?
– ერთადერთი, რაზეც ტალახი ვერ მომცხეს, ეს ჩემი ყოფაქცევაა. როგორც ჩანს, ვერ გაბედეს და რაღაცნაირად, ბინძურ ჭორებს ავცდი. საერთოდ, როცა ასეთი ჭორის საბურველში ქალს გახვევენ, სხვის ნაცვლადაც განვიცდი. ამის ატანა რთულია. ქალების იმ კატეგორიის მშურს, რომელსაც ამ ყველაფრის იოლად “გატარება” შეუძლია…

ყველაზე უცნაურ ჭორს რაც შეეხება, ბავშვობაში, როდესაც დედაჩემს კონცერტზე ვყავდი წაყვანილი, რაიონიდან ჩემს ოჯახთან მისასამძიმრებლად ჩამოვიდნენ – თურმე, “წუთისოფელს გამოვესალმე”. შემდეგ, მეზობლებთან ერთად ბედნიერებისგან ტიროდნენ, რადგან გაირკვა, რომ ჭორი იყო. მერე მეუბნებოდნენ, დიდხანს იცოცხლებ, რადგან ასეთი ჭორი გავრცელდაო (იცინის). ჩემ შესახებ რაც უნდა მოიგონონ, ჭორი ვერაფერს დამაკლებს, რადგან ხალხი მიცნობს.

– თქვენც და თქვენი ყოფილი მეუღლეც ცნობილი ადამიანები ხართ. თქვენი პირადი ცხოვრების მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?
– ალბათ, მეც და გიაც ხალხს ძალიან ვყვარებივართ, რადგან დაახლოებით 20 წელიწადია, მათი ინტერესის არეალიდან არ გამოვსულვართ. ძალიან ბევრს კეთილი განზრახვა აქვს, რაც მსიამოვნებს და დიდ მადლობას ვუხდი მათ. უბრალოდ, უკვე ბევრი რამ გადავიტანე. ეს ყველაფერი ძნელი იყო.

ჩემთვის ოჯახი დღემდე განსაკუთრებული ფენომენია. სხვისი ოჯახის დანგრევის შესახებ რომ გავიგებდი ხოლმე, ამასაც განვიცდიდი. შეიძლება, ვიღაცები გაღიზიანდნენ, რადგან მომხდარის გამო, რამდენჯერმე გულისტკივილი გამოვთქვი. ერთმა სრულიად უგუნურმა ადამიანმა გულსატკენი კი არა, გულის გასახეთქი ფრაზა დაწერა ინტერნეტში, როდესაც მაია ასათიანის თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ, მის წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოების ნაწილის დიდი ტალღა წამოვიდა: შენს თავს მიხედე, არ შეგვჭამე შენი ოჯახის დანგრევითო? ეს რომ ქალს დაეწერა, რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამას კაცი აკეთებს (აგრარულ უნივერსიტეტში მუშაობს, როგორც სოციალურ ქსელში უწერია), რომელსაც უბრალოდ, ყველაფრის მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება აქვს. არც გაუბედურებული დედის გულშემატკივარია. არადა, ხომ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთი ვანუგეშოთ?

დიახ, ინტერვიუს იმიტომ დავთანხმდი, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა – მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შეიძლება, ადამიანები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ვერ შეეგუონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი უნდა სძულდეთ. გიას მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასოდეს მქონია, რადგან პირველ რიგში, ის ჩემი შვილების მამა გახლავთ, მეორეც – თავის დროზე მასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი. წარსულს არაფერი შეცვლის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი წარსულს სცემ პატივს და სწორედ ეს არის, რომ ბოლოს არ განგრევს.

უბრალოდ, მე და გია დღეს ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მით უმეტეს, რაც დრო გავიდა, კიდევ უკეთ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, რაც განგებამ გვარგუნა, ჩვენი შვილები და მათი შთამომავლები არიან. ჩვენი შვილები ვერ ხვდებიან, “დაშორება” რას ნიშნავს, რადგან მე და გია ერთად ხშირად ვართ. საზოგადოებაშიც ერთად გამოვჩნდით. ჩვენ შესახებ ხმებიც ამიტომ გავრცელდა…

– დიახ, სოციალურ ქსელში დღესაც ვკითხულობთ მილოცვებს თქვენს შერიგებასთან დაკავშირებით…
– მეც ვკითხულობ და მოლოცვების ავტორებს ქედს ვუხრი, რომ ასეთი კეთილგანწყობილები არიან – უხარიათ, რომ დაშორების შემდეგ, მათთვის უცხო ადამიანებს ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ.

– შვილების აღზრდაზე, რომელიც ალბათ, მთელი ცხოვრება გრძელდება, როგორ ზრუნავთ?
– ვიდრე ჩემი შვილები გაჩნდებოდნენ, მანამდე გავაცნობიერე, რომ ჩემი მთავარი მისია დედობაა. უკვე დრო დადგა, ჩემი შვილები იმ საზოგადოებას ჩავაბარო, რომელიც ასე მენდო და ასეთ დიდ სიყვარულს მიმჟღავნებს.

მარიამი 1 წლის იყო, როცა ზუსტად მის დაბადების დღეს – 9 დეკემბერს კოკო გაჩნდა. ძიძა არ მყოლია. დედაჩემი, დები და ჩემი საყვარელი სოფო ბებო მეხმარებოდნენ. გავაცნობიერე, რომ ჩემს შვილებს წუთითაც ვერ მოვშორდებოდი. გასტროლებზე უარი ვთქვი. კითხვის გაგრძელება…

loading...
Share.