“ბებიაჩემის დედა იყო ძალიან მაგარი კულინარი… ერთ დღეს, (არ ვიცი რამ მოუარა თავში) პასკა გამოაცხო სააღდგომოდ და…

0
loading...

ბებიაჩემის დედა იყო ძალიან მაგარი კულინარი..
ერთი თავი ხახვით და ერთი ცალი კარტოფილით ისეთ გემრიელ საჭმელს გააკეთებდა, თითებს ჩაიკვნეტდი…
აი, ლალაზოსთვის კი, მთელი გუდვილი და კარფური რომ მიგეტანა, მაინც უგემური გამოსდიოდა ყველაფერი…
თან, საჭმელს რომ დაგისხამდა, გეუბნებოდა სახელწოდებას, რადგან შენთვითონ ვერ მიხვდებოდი რას ჭამდი…
რომ გეგონა ვითომ სალიანკას მიირთმევდი, ბოლოს ლალაზო გკითხავდა:
აბა, როგორ მოგეწონა ჩემი ტოლმა?
ან, აჯაფსანდალს რომ შეჭამდი, ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ აჯაფსანდალი კი არა, საცივი ყოფილა თურმე…
ჰოდა, ერთ დღეს, (არ ვიცი რამ მოუარა თავში) პასკა გამოაცხო სააღდგომოდ…
შესახედად არ იყო ლამაზი და ამიტომ, ჯერ შაქრის “პუდრა” მოვაყარეთ ზემოდან, ამანაც რომ არ უშველა, ნაძვისხის წვიმებიც დავახვიეთ თავზე და შევინახეთ, რადგან აღდგომამდე ჭამა არ შეიძლებოდა…
როგორც იქნა, დადგა აღდგომა და საზეიმო ვითარებაში გავჭერით ჩვენი პასკა, მაგრამ ისეთი უგემური იყო, მსგავსი არასოდეს არაფერი მიჭამია…
ლალაზომ თავი იმით იმართლა, რომ თურმე არც ქიშმიში ქონდა, არც მუსკატის კაკალი, არც მიხაკდარიჩინი და არც რძე, თორემ აუცილებლად გემრიელი იქნებოდაო, თქვა…
მერე, მამაჩემი ლობიოში აპირებდა ჩაყრას, მაგრამ მერე გადააფიქრებინეს…
მოკლედ, ბოლოს ფენებად დაჭრეს, ზედ მოხარშული სგუშონი წათხიპნეს, სანთლებიც ჩაარჭვეს და ესე ავღნიშნეთ ჩემი ბიძაშვილის დაბადებისდღე, სამი დღით ადრე… – წერს სოციალურ ქსელში დავით სამხარაძე

loading...
Share.