რა ბედი ელის იესოს გვირგვინს და ჯვარს?! – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს შესაძლოა მთავარი რელიქვიები შეეწიროს…

0
loading...

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერი ხანძარია. ტაძრის სახურავი თლიანად ჩამოინგრა.

მთავარი რელიქვიები, რომლებიც ტაძარში ინახება, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ნაწილები, შესაძლოა, დაიწვას. საუბარია იმ ჯვრის ნეშთზე, რომელზეც იესო გააკრეს და უშუალოდ იმ გვირგვინზე, რომელიც გოლგოთას გზაზე ეკეთა.საუკუნეებია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება

ეს რელიქვიები ბიზანტიის იმპერიიდან 1238 წელს წამოიღო მეფე ლუი მეცხრემ პარიზში.

ტაძარი არაერთხელ დაზიანდა და განახლდა, თუმცა დღევანდელი ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი უპრეცედენტოა.

loading...
Share.