მამა სერგეი – მამაო, რომელიც ცოლის ამ ფოტოსურათების გამო დასაჯეს და საკათედრო ტაძრიდან სოფლის ეკლესიაში გადაიყვანეს…

0
loading...

მაგნიტოგორსკის ეპარქიის მღვდლის ცოლმა, ოქსანა ზოტოვამ სილამაზის კონკურსში „შენ უნიკალური ხარ“ მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი კონკურსის დროს გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისმა ამ ქმედებას ისეთი ამბავი მოყვა, რომ მას სოციალურ ქსელში თავისი გვერდების დახურვაც კი მოუწია. რუსულ მედიაში გავრცელდა სტატია სახელწოდებით „გაიცანით მაგნიტოგორსსკელი ფოფოდია“, რომლის ავტორმაც ზოტოვას კონკურსში მონაწილეობას ეპატაჟური საქციელი უწოდა.

ცოლის კონკურსში მონაწილეობის გამო ეპარქიის ხელმძღვანელობამ მისი ქმარი დასაჯა და ის მაგნიტოგორსკის საკათედრო ტაძრიდან ერთ-ერთი სოფლის ტაძარში გადაიყვანეს.

„ოქსანამ გამოიტანა დასკვნა ამ სიტუაციიდან, მიხვდა თავის შეცდომას, რომ რაღაც არასწორად გააკეთა.“- განაცხადა სასულიერო პირმა თავის ცოლთან დაკავშირებით. ამასთან ის არ გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელში მათზე ასეთი მიზანმიმართული შეტევა სპეციალურად იყოს მოწყობილი.

 

loading...
Share.