“სიმპატიური და ელეგანტურია, სამი შვილი ეყოლებათ” – ლელა კაკულიამ მომავალი სიძე იწინასწარმეტყველა…

0
loading...

ქართველმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ მომავალი სიძე უცხოეთში დაინახა. ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალ “სარკეს” განუცხადა.

“სიმპატიური და ელეგანტურია, სამი შვილი ეყოლებათ,” – აცხადებს წინასწარმეტყველი. მისივე თქმით, ზუსტად იცის თარიღი, თუ როდის გათხოვდება მისი ქალიშვილი, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს.

ლელა კაკულიას ერთი ქალიშვილი, თამარ პატარაია ჰყავს. თამარს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ლელა კაკულიას თქმით, წინასწარმეტყველური უნარები მის ქალიშვილსაც აქვს. კაკულია საკუთარ ქალიშვილს დიდ პოლიტიკურ მომავალსაც უწინასწარმეტყველებს.

“ჩემი შვილისათვის პოლიტიკაში წასვლა არ მირჩევია. თაკოს ძალიან დიდი ენერგია აქვს. ცდილობს, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტოს და თავისი სახელი დაარქვას. ჩემი შვილი 5 წლის იყო, როცა დავინახე, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პოლიტიკას გაჰყვებოდა და თავის სამშობლოს ძალიან დიდ წარმატებას მოუტანდა. ამიტომ გადავწყვიტე, ევროპაში, ინგლისში გამეშვა სასწავლებლად. ინგლისი ხომ ცოდნის აკვანია. 6 წელი იცხოვრა იქ და არაფერი დაგვიკლია. ჯერ 22 წლის არის,” – აღნიშნავს ლელა კაკულია.

ლელა კაკულიას ქალიშვილი ცოტა ხნის წინ თაკო ჩარკვიანის პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა, პარტია მალევე დატოვა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ისინი თამარ პატარაიას პრემიერობაზე ვერ შეთანხმდნენ.

loading...
Share.