“ვზრუნავდი მათზე, როგორც შვილებზეო” – რას ამბობს ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული რომელიც ბებიამ ამხილა…

0
loading...

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, არას­რულ­წლო­ვან გე­რებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ზრუ­ნავ­და და ზრდი­და, რო­გორც შვი­ლებს. ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნია, რომ ასე­თი ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს, – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი გე­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი გ.ფ.-ს ად­ვო­კატ­მა, თა­მარ გა­ბო­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გა­ბო­ძე გან­მარ­ტავს, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც დღეს სა­სა­მარ­თლომ 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თავს დამ­ნა­შა­ვედ არ სცნობს და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

„ის და­კა­ვე­ბი­დან­ვე არ სცნობ­და თავს დამ­ნა­შა­ვედ. რა თქმა უნდა, გა­ნა­ჩენს გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. არ­სე­ბობ­და არას­რულ­წლო­ვან­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ჩვენ სა­და­ოდ ვხდი­დით. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებთ“, – აცხა­დებს გა­ბო­ძე.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მსჯავ­რდე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მის და­კა­ვე­ბას ოჯა­ხის წევ­რებს უკავ­ში­რებს. „თვი­თონ აცხა­დებს, რომ მისი და­კა­ვე­ბის ინ­ტე­რე­სი ოჯა­ხის წევ­რებს ჰქონ­დათ, კერ­ძოდ კი, მე­უღ­ლის დე­დას. ვი­მე­ო­რებ, მისი თქმით, ის უდა­ნა­შა­უ­ლოა. ბრა­ლის მი­ხედ­ვით, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს“, – დას­ძენს ად­ვო­კა­ტი.

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ორი არას­რუ­წლო­ვა­ნი გე­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი, 2019 წლის 28 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში მოხ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ, გ.ფ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ამ­ყა­რებ­და ორ არას­რულ­წლო­ვან გერ­თან.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ფ თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ და მე-4 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

წყარო: geoniusebi.ge/sazogadoeba/1762–.html

loading...
Share.