“8 თვის ბავშვი მომიკვდა მეორე შვილი კი მშიერი მიკვდება”- 27 წლის ქალი ხელისუფლებას მიმართავს…

loading...

“დღეს ბავშვს ტყემალში ამოსვრილი მჭადი ვაჭამე, გუშინ არაფერი მქონდა და სიმინდი მოვუხარშე”- ეს სოფელ ოფშკვითში მცხოვრები, 27 წლის დარიკო ხარატიშვილისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ყოველდღიურობაა.

ახალგაზრდა ქალს, ქმარი დაჭერილი ჰყავს, თვითონ კი ავარიულ სახლში 1 წლის ბიჭუნასთან ერთად ცხოვრობს.

ქალს უმძიმესი დაავადება B ჰეფატიტი აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს შემოსავალი არ გააჩნია, ახალგაზრდა ქალი მედიკამენტებს ვერ ყიდულობს. უფრო მეტიც, ცოტა ხნის ერთი შვილი დაეღუპა, ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა, ქალმა კი მედიკამენტები ვერ უყიდა.

“წამლებზე საუბარი ზედმეტია, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს. მე და ჩემი შვილი უკიდურეს გაჭირვცებაში ვცხოვრობთ. მეორე შვილი გარდამეცვალა, ფილტვების ანთება ჰქონდა და წამლები ვერ უყიდეთ. ეს ცხოვრება არ არის, ეს არსებობაა. ღამე, რომ ბავშვს დავაძინებ და მეც საწოლზე მივუწვები, ერთადერთს ვოცნებობ, ნეტა ვინმემ დილით პატარა ლობიო მომიკითხოსთქო,”- ამბობს დარიკო ხარატიშვილი.

loading...

Facebook Comments

Share.